საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 93912

ფაქტი 93912

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე, გიორგი ნიკოლოზის ძე რუხაძე, ივანე მიხეილის ძე გომელაური, გიორგი ანტონის ძე ანთელიძე და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 93912; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .