საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 93913

ფაქტი 93913

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნიკოლოზ მაქსიმეს ძე წუწუნავა, ევა ლორის-მელიქოვა, სიმონ აბაშიძე, ირ. დეკანოზოვი და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 93913; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .