საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 93914

ფაქტი 93914

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჩოხატაურის სამკითხველოს გამგე სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე მადლობას უხდის ამელიცა მათიაშვილისას, რომელმაც ჭიათურაში სამკითხველოსთვის 25 მანეთი შეაგროვა. შემომწირველები იყვნენ: ნატ. სიხარულიძისა, ელისაბედ (ლიზა) წერეთელი, ალექსანდრე მიხეილის ძე მითაიშვილი, ვარლამ ადამის ძე ხუროძე და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 93914; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .