საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 94321

ფაქტი 94321

1915-1916 წლებში „ქართულ ლეგიონს“, რომელშიც ლეო კერესელიძეც შედიოდა, ჰქონდა თავისი სამხედრო ფორმა, დროშა, ლაზარეთი, შესაკრები პუნქტები, საკუთარი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით იყო დაკომპლექტებული და პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე რუსების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული რეიდიც განახორციელა აჭარაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 94321; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .