საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 94419

ფაქტი 94419

1897 წლის 28 თებერვალს მღვდელი ანტონ კეკელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილს, მისი მიწერილობის თანახმად, უკან უგზავნიდა „ბუნების კარის“ 41 ცალ ეგზემპლარსა და საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშს. დარჩენილ თანხას კი უმოკლეს დროში ჰპირდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 94419; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .