საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 94917

ფაქტი 94917

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ძმებ ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველი წრე წარმოადგენდა ჩირიკოვის ოთხმოქმედებიან დრამას „ებრაელები“. მონაწილეობდნენ: ბ. ნებიერიძე, ა. საგინაშვილისა, გრიშა ანაშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, ნიკო გოცირიძე, მიხეილ ინაშვილი, მეტრეველი, სერგო პეპანოვი და გიორგი ყიფშიძე; რეჟისორი — ალექსანდრე იმედაშვილი, ადმინისტრატორი — ანტონ ჭიაბერაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 94917; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .