საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 95299

ფაქტი 95299

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ბ. ლ. სემიონოვის თაოსნობით, ვაჟთა გიმნაზიაში სახალხო პედაგოგებისთვის ზოგადი განათლებისა და პედაგოგიური შინაარსის ლექციები გაიმართა. ლექტორებად მოწვეულნი იყვნენ: ვ. იურკევსკი (რუსული ლიტერატურა), სოლომონ მიქელაძე (კანონმდებლობა) და სამოქალაქო სასწავლებელთან არსებული პედაგოგიური კურსების ხელმძღვანელი დიმიტრი ნიკონოვი (დიდაქტიკა-მეთოდიკა).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 95299; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .