საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 95302

ფაქტი 95302

1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ხონში მარიამის სასწავლებლისა და სახელოსნო სკოლის მოწაფეებმა ქართულად წარმოადგინეს პიესები — „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ და „დატრიალდა ჯარა“, ხოლო რუსულად — გოგოლის „ქორწინება“. სამსახიობო თამაშით გამოირჩეოდა მიხეილ ინწკირველი. წარმოდგენის ლოტბარი ალექსანდრე ბახტაძე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 95302; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .