საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9658

ფაქტი 9658

1920 წლის 1 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გ. წინამძღვრიშვილის სტატია, რომელშიც ავტორი საუბრობს ვაზის მოვლა-პატრონობაზე, მათი დახვეწის გზებზე და აუცილებლობაზე, მევენახეებს მოუწოდებს მეღვინეობა-მევენახეობის საფუძვლიანად შესწავლისკენ. ასევე განმარტავს ჟურნალ „ვაზი და ღვინოს “ ფუნქციასა და დანიშნულებას, აღნიშნავს, რომ მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ სხვადასხვა რაიონში დანიშნა კორესპონდენტ-თანამშრომლები, რომლებიც შეაგროვებენ ინფორმაციას ჟურნალისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9658; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .