საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1857

ტიპი: განათლება

1857 წელს ილია ჭავჭავაძემ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1857

ტიპი: გარდაცვალება

1857 წლის 5 სექტემბერს ჯვა­რი­სუბ­ნის (ჯო­ი­სუბ­ნის) წმ. გი­ორ­გის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის 28 სექტემბერს პეტერბურგის სამოსწავლო დარგის მზრუნველის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძე იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე თავისუფალ სტუდენტად ჩაირიცხა.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წლის 5 ოქტომბრის ღამეს გენერალ-ლეიტენანტმა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა შტურმით აიღო შამილის მიერ გამაგრებული სამხედრო პუნქტი: ახალი ბურტუნაის აული.

1857

ტიპი: განათლება

1857 წლის პირველ ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ სწავლის გადასახადი შეიტანა.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის 6 ნოემბერს მაკარ ჯაფარიძე ეპისკოპოსთან გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების მძარცველური რეფორმების გამო ერთ დროს მდიდარ სხვავის მონასტერს გაუჭირდა.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო მოთხრობა „დიამბეგობის“ წერა, რომელიც იმ ფაბულითა და სათაურით აღარ განაგრძო, მისი ცალკეული პასაჟები მოგვიანებით მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ადრეულ ვარიანტში გამოიყენა.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის 6 დეკემბერს გამოსული რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულებით კავკასიის კორპუსს კავკასიის არმია დაერქვა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ემინიმ სომხურ ანბანზე ტრაქტატი გამოსცა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს, ზაფხულის არდადეგებზე, ილია ჭავჭავაძე სხვა სტუდენტებთან ერთად წავიდა პეტერბურგთან მდებარე სოფელ ტიარლევოში, სადაც დაწერა ლექსები „მეც შავ თვალებს“ და „გიყვარდეს“.

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1858 წელს ილია ჭავჭავაძე ტიარლევოდან დროებით პეტერბურგში დაბრუნდა მეორე კურსზე გადასასვლელი დამატებითი გამოცდების ჩასაბარებლად და ასეთი შეფასებები მიიღო: სახელმწიფო სამართალი – 4, რუსეთის კანონმდებლობა – 4, ღვთისმეტყველება – 5, ზოოლოგია – 3, ფსიქოლოგია – 5.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „ვიხილე სატრფო“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს პეტერბურგში ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „ერთხელ ჰჯდა ჩემთან ქალი ლამაზი...“

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ანიკო ვაჩაძემ ილია ჭავჭავაძეს კოლაგიდან წერილი გაუგზავნა.

1858

ტიპი: განათლება

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ სასწავლებელში მეორე კურსზე გადასაყვანი გამოცდებიდან  მხოლოდ „ძველი ისტორია“ და „რუსეთის ისტორია" ჩააბარა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ნათესავის, ნენე ჭავჭავაძე ანდრონიკაშვილისაგან წერილი და ცოტაოდენი თანხა მიიღო.

1858

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1858 წელს პეტერბურგში ყოფნისას ილია ჭავჭავაძე გიორგი XII-ის რძალს, ელენე ამილახვარ-გრუზინსკაიას ესტუმრა.

1858

ტიპი: განათლება

1859 წელს ილია ჭავჭავაძემ გადავადებული გამოცდები ჩააბარა და მიიღო შემდეგი შეფასებები: მიწათმოქმედებაში – 4, ფსიქოლოგიაში – 4, სამოქალაქო სამართალში – 5, ბოტანიკაში – 4, ქართული ენაში – 5 და მესამე კურსზე გადავიდა.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ტიარლევოში თარგმნა ალექსანდრე პუშკინის ლექსი „წინასწარმეტყველი“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს სოფელ ტიარლევოში ილია ჭავჭავაძემ დაწერა ლექსი „ლოცვა“ („მამაო ჩვენო...“)

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ ტიარლევოში თარგმნა ალექსანდრე პუშკინის ლექსი „ჭეშმარიტება“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში თარგმნა ჯორჯ ბაირონის ლექსი „სტიროდეთ“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში დაწერა ლექსი „მარტო მივცურავ ცხოვრების ზღვაში...“