საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლი ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ნადეჟდა ჭყონიასი წინადადებას აძლევს გამგეობას, შეიძინოს ნაღდ ფულზე მისგან მისი მეუღლის, ალექსანდრე ჭყონიას ნაწერები „ისტორიული ნარკვევი“ 270 ცალი და „სამეგრელოს აღწერა“ – 60 ცალი. პირველი – 35 მანეთად ცალი, ხოლო მეორე – 25 მანეთად, 40% დაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, შეეძენათ „სამეგრელოს აღწერა“ – 60-ვე ცალი, ხოლო „ისტორიული ნარკვევი“ 100 ცალი 40%-ის დაკლებით იმ პირობით, თუ „ისტორიული ნარკვევის“ ნომინალური ფასი იქნებოდა 20 მანეთი, ხოლო „სამეგრელოს აღწერისა“ – 15 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების გადაცემის შესახებ. გადაცემული იყო აკაურთის, ატენისა და ვარიანის სკოლები, სამტრედიის კიოსკი და ბიბლიოთეკა-სამკითხველო. გამგეობამ საკითხის განხილვა მომავალი კრებისთვის გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის მოადგოლე თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და წევრები: შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ი. გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული ავთო ცინცაძე 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის სტუდენტი თომა მეგერელიშვილი 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილი, მოსკოვის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ილარიონ უშვერიძე 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის სტუდენტი ყარამან რამიშვილი 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იესე შაქარიშვილი, ფოთის გიმნაზიის კუსდამთავრებული, 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იური მარი, პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კიევის სამხატვრო სასწავლებელის კურსდამთავრებული ვალერიანე ანტონის ძე ძნელაძე 1918 წელს დაარსებული ჩოხატაურის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანია 1917 წელს დაარსებული იანეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ხარკოვის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი მიხეილ სტეფანეს ძე სანებლიძე 1917 წელს დაარსებული იანეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული ანნა სპირიდონის ასული კოხრეიძე 1917 წელს დაარსებული იანეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძე ლაშე-ღვერევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ამბროსი თომას ძე ჩინჩალაძე ლაშე-ღვერევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული პავლე გიორგის ძე კვანტრიშვილი ლაშე – ღვერევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ლეონიდის ძე მანჯავიძე ლაშე-ღვერევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული ბენიამინ ივანეს ძე მირიანაშვილი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტროგრადის უნივერსიტეტის პირველი კურსის და სასულიერო სემინარიის სტუდენტი მიხეილ დიმიტრის ძე სარმენტოვი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის ეპარქიული სასწავლებლის კურსადმთავრებული ელენე დიმიტრის ასული ახმეტელაშვილი სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თელავის წმინდა ნინოს დედათა სასწავლებლის კურსდამთავრებული თამარ ლევანის ასული გომელაური სიღნაღის ორკომპლექტიანი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.