საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92171

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 იანვარს გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) პეტერბურგში გაემგზავრა ქართველთა კოლონიის ეკლესიის კურთხევაზე დასასწრებად და ნინოობის წირვის აღსავლენად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც შედიოდნენ წარმომადგენლები ყველა პოლიტიკური ფრაქციიდან: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვალერიან ჯუღელი, გრიგოლ უროტაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ფაღავა, დავით ონიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, აკაკი ფაღავა, პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, შალვა ამირეჯიბი, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, ირაკლი ამირეჯიბი.

პირები
ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი გრიგოლ ილარიონის ძე უროტაძე კონსტანტინე (კოწია) იაგორის ძე გვარჯალაძე მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე ფაღავა დავით ეფრემის ძე ონიაშვილი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იასონ (იაზონ) თომას ძე ბაქრაძე იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა აკაკი ნესტორის ძე ფაღავა პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) დავით სოკრატის ძე სულიაშვილი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ქარცივაძე ივანე პავლეს ძე გობეჩია იოსებ პავლეს ძე გობეჩია გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) ვასილ გიორგის ძე წერეთელი შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი) (ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი) ლელი (ლევან) ჯაფარიძე დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი ირაკლი ამირეჯიბი
წყარო

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 11 იანვარს გაზეთი „საქართველო" განჯიდან სამწუხარო დეპეშის მიღებას იუწყებოდა, რომელიც იქ მცხოვრები საოლქო სასამართლოს წევრისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ტარსაიძის გარდაცვალებას ამცნობდა თბილისს.

1917

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სასამართლო პალატის კანცელარიის თანამშრომელი გალინა ალექსანდრეს ასული ტიმოფეევა 1917 წლის 12 იანვრიდან პალატის მეორე რანგის თანამშრომლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავადი ლვოვი სამინისტროდან წამოვიდა. მის ადგილზე კერენსკის ასახელებენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 იანვრის კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების სტატისტიკური კომისიის წევრთა კრებამ მოისმინა პეტრე გელეიშვილის მოხსენება ამიერკავკასიაში სასტატისტიკო ცნობების შეკრებისა და სტატისტიკოსთა მომზადების შესახებ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 იანვარს აზოვ-დონის კომერციული ბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველად ივანე პურადაშვილი დაინიშნა.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 12 იანვარს თბილისში ჩამოასვენეს ნიკოლოზ ტარსაიძის ცხედარი. განჯიდან ცხედარი უამრავმა ხალხმა გამოაცილა, მათ ვაგონი ყვავილებით შეამკეს. ნიკოლოზ ტარსაიძის დაკრძალეს 13 იანვარს კუკიის სასაფლაოზე. თბილისის ვექილებმა გადაწყვიტეს, გვირგვინის ყიდვის ნაცვლად ფული გაჭირვებული ქართველი მსახიობებისთვის გადაეცათ.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 14 იანვარს ქვემო კრიხის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი პართენ სიმონის ძე მესხი გარდაიცვალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 იანვარს მოსკოვის ქართველობამ დიდის ზეიმით იდღესასწაულა ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს დღეობა. საღამოს სასინოდო სასწავლებლის დარბაზში გაიმართა სალიტერატურო საღამო, რომელზეც კონსტანტინე ბალმონტმა ლექცია წაიკითხა თემაზე: „შოთა რუსთაველი და სხვა მსოფლიო გენიოსები, როგორც რაინდნი სიყვარულისა", აგრეთვე, წაიკითხა რამოდენიმე თავი თავის თარგმანისა „ვეფხისტყაოსნიდან". მოსკოვის გაზეთ „უტრო როსიის" ამავე დღის ნომერში განათავსა წერილი სათაურით „სამკალი წმიდა ნინოსი".

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 იანვარს მოსკოვის ქართველობამ დიდის ზეიმით იდღესასწაულა ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს დღეობა. დილით ქართველთა სახლში პარაკლისი გადაიხადეს რომელსაც დაესწრნენ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ექიმი მ. ს. ზანდუკელი, მთელი შემადგენლობა „ქართველთა საზოგადოების" გამგეობისა, მრავალი ქართველი და რუსი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 იანვარს გიორგი წულუკიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 იანვარს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მინისტრის მდივანი მეხთი-ბეგ გაჯინსკი. დანიშვნის დოკუმენტს ხელი მოაწერა ამიერკავკასიის კომისარმა ალექსი გეგეჭკორმა და დაადასტურა მრეწველობისა და ვაჭრობის კომისარმა გიორგი ბებუთოვმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 7 ივნისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საგანგებო კრებაზე გამგეობის წევრებად დაინიშნენ: ზაქარია ჭავჭავაძე, მიხეილ სუმბათაშვილი, გიორგი ჟურული, ივანე თულაშვილი და პარმენ გედევანიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პოდპორუჩიკ ალექსანდრე გორგაძეს გადასცა ქართული წიგნები და რვეულები ქართველ მაჰმადიანთათვის დასარიგებლად ჭანეთში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 იანვარს კატო მიქელაძემ ქალაქის თეატრში წაიკითხა ლექცია თემაზე „ქალთა სწორუფლებიანობის მომხრენი თუ მოწინააღმდეგენი".

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. რაჟდენ დათეშიძემ ქუთაისის საკომერციო სასწავლებლის სახელით განსველებულის კუბო 10 გვირგვინით შეამკო.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 20 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ გარდაცვლილ მიხრან ანანოვს ქართულ დაწესებულებათათვის დაუტოვებია 15000 მანეთი. მას უანდერძებია „სინათლის" საზოგადოებისთვის 1000 მანეთი, საკომერციო სასწავლებლისთვის – 2000 მანეთი, საქველმოქმედო საზოგადოების სკოლისათვის – 250 მანეთი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 იანვარს ტრაპეზუნის ოლქის ქალაქ პლატანაში მოურავად დაინიშნა გორის მოურავად ნამყოფი ზაქარია ქიტიაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „საქართველოს" 1917 წლის 22 იანვრის გამოცემის ცნობით, ნინო გაბაშვილისამ თავისი სახელის დღის აღსანიშნავად ქართველ ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლას ღარიბ მოსწავლეთა სწავლის დასაფინანსებლად 25 მანეთი შესწირა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოიცა საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს საეროვნებო საბჭოს თბილისის მამულების მოურავი პეტრე მამრაძე, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი, ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი და საქმის მწარმოებელი ირაკლი თაზიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 იანვარს გამოცემულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის 1918 წლის ხარჯთაღრიცხვას თან ერთვოდა ქონებათა სექციის კანცელარიის მოხელეთა და პენსიონერებთა სია: საადგილმამულო კომისიის ყოფილი მდივანი – დავით ვაჩნაძე; პენსიონრები: სოლომონ ჯავრიშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი და ელენე მაღალაშვილი.