რეგისტრირებული ფაქტები85235
სორტირება თარიღი მზარდობით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვეს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია ესენტუკის მინერალური წყლების ქიმიური ანალიზი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები ექსკრემენტებში ქინაქინის არსებობის თაობაზე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. ი. ბოგაჩევმა, ოდნოუსოვმა და იოსებ ათანასეს ძე გორალევიჩმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას გააცნეს თავიანთი მოსაზრებები ქლოროფორმიანი წყლის გამოყენების შესახებ პათოლოგიების საწინაამღდეგო პრეპარატების შენახვისათვის.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნ. ვ. პერევერზევს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია ვლადიკავკაზის მეორე კაზაკთა პოლკის მედიკო-ტოპოგრაფიული აღწერილობა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს იოაკიმ გიორგის ძე ჯინჭველაშვილი სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1869 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილმა გაიცნო კოტე მაყაშვილი.
1869
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1869 წელს თელავში ივანე როსტომაშვილი დაუმეგობრდა კოტე მაყაშვილს და ისინი ერთად ოცნებობდნენ თბილისში წასვლაზე და იქ სწავლის გაგრძელებაზე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს ივანე როსტომაშვილი არ მიიღეს თელავის იუნკერთა სასწავლებელში დაგვიანებით მიმართვის გამო.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ თელავის იუნკრების სასწავლებლის უფროსს თხოვა ივანეს სასწავლებელში მიღება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს კურდღელაურში თავის მამულში ჩასულმა ივანე როსტომაშვილმა იქ თავისი და-ძმა ვერ ნახა. ისინი სიძეს, ილიკო გველესიანს შალაურში გაუსტუმრებია.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს კურდღელაურში თავის მამულში ჩასულ ივანე როსტომაშვილს სახლი იმერელი მებაღეების ხელში დახვდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს თელავში თავის ნათესავებთან ჩასული ივანე როსტომაშვილი, მისივე თქმით, სავსებით უცხო აღმოჩნდა მათთვის, რადგან იგი ქართულად ვერ ლაპარაკობდა, ისინი კი − რუსულად.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც ივანე როსტომაშვილი სწავლობდა, დედოფლისწყაროდან საცხენისის ციხეში გადაიტანეს და ივანეც იქ გადავიდა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-1882 წლებში ნიკოლოზ თევდორეს ძე ჭელიძე სადმელის (მეორე) წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-1895 წლებში სამსონ სპირიდონის ძე ლანდია პირველი ტოლას მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-1889 წლებში გრიგოლ დავითის ძე აბუთიძე ბუგეულის (ქვედა) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-1899 წლებში დავით ხოსიას ძე სულაძე ბარის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869-1907 წლებში ფარნაოზ როსტომის ძე ბაკურაძე ამბროლაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს სვიმონ მათეს ძე ყიფშიძე სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.