რეგისტრირებული ფაქტები85250
სორტირება თარიღი მზარდობით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 8 იანვარს რუსეთის დიდმა მთავარმა, კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა დაამტკიცა თბილისის არტისტული წრის წესდება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 10 იანვარს რუსეთის დიდი მთავრისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ დამტკიცებულ იქნა ელიზავეტპოლის საზოგადოებრივი კრების წესდება.
1869
ტიპი: ნასამართლეობა
1869 წლის 13 იანვარს მოქალაქე გიგო პეტრუზოვმა ხანჯლით დააზიანა მეტეხის ტაძარში დასვენებული წმინდა ნინოს ხატი. პოლიციამ დამნაშავე ტაძრის დეკანოზის ჩვენების საფუძველზე იმავე საღამოს დააკავა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 იანვარს პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს ატამანის ქუჩაზე მდებარე სამიკიტნოში ჩადენილი დანაშაულისათვის ძებნილი სტეფან გეურქოვი და ვანო ჩიმახიძე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის სასამართლოს მოხელე სერაფიმოვიჩი ახალციხის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 15 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ინჟინერ-პორუჩიკი თარხან-მოურავი ქუთაისის სამოქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე დანიშნეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, კოლეგიის მრჩეველი გიორგი დროზდოვი ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა გორის საეკლესიო მამულების გამგებლის თანამდებობიდან.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი გათავისუფლდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობიდან.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი იკავებდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობას.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი გიორგი დროზდოვი იკავებდა გორის საეკლესიო მამულების გამგებლის თანამდებობას.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, ნიკოლოზ სტრუვე და გრიგოლ გამრეკელოვი დაინიშნენ ქუთაისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, თბილისის მთავარი სამმართველოს მოხელეები, ნიკოლოოზ ყორღანოვი და ვალერი ორლოვსკი, დაინიშნენ თბილისის ოლქის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
1869
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1869 წლის 16 იანვარს კოლეგიის მრჩეველმა, დოქტორმა ს. ფ. სცეპურამ პოლიციას შეატყობინა ტელეგრაფისტის ცოლის, ბარბარე ალდადანოვას თვითმკვლელობის ამბავი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 22 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე ტ. ამიროვი ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 22 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის გამგებლის თანაშემწე ჟდანოვი რაჭის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშნეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით რაჭის მაზრის უფროსი, თავადი ჩიჯავაძე წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ახალციხის მაზრის კავალერიის პოლკოვნიკი, თავადი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის უფროსი პოლიცმაისტერი პავლე მელიქ-ბეგლაროვი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯოლდოვეს.
1869
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1869 წლის 29 იანვარს ქუთაისის ერთ-ერთი ტრაქტირის ეზოდან გაიტაცეს აზნაურ ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ეტლში შებმული ცხენი, თუმცა ცხენის უყურადღებოდ მიტოვების ბრალდებით სასამართლომ თავად მეპატრონე დააჯარიმა.