რეგისტრირებული ფაქტები93218
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N18) ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ გაზეთის სასარგებლოდ შესწირა 10, მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ფონდის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ მაგდანა მგელაძემ შესწირა 5 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაბეჭდილმა „სიტყვამ თქმულმა თამარ სვიმონის ასული გოგოლაშვილი-ხირსელის მიერ, 11 მარიამობისთვეს ქ. თელავში მასწავლებელთა კავშირის მიერ გამართულ საღამოზე“, რომელიც ეხებოდა რევოლუციას და ქალთა თანასწორობის იდეას, აღაფრთოვანა საღამოზე დამსწრე საზოგადოება. საღამოზე გაიმართა რუსულ-ქართული წარმოდგენა. ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, დასასრულს იგალობა ია. სალხნიშვილის გუნდმა. საღამომ დიდი შემოსავალი მოიტანა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იოსებ პეხუს ძე კვარაცხელია, ილია პავლეს ძე ჯოლოხავა, სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხვა, იოსებ საბას ძე ჭანია და დიტო კვაჯას ძე ჭანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სამსონ გოგოხია, პორფილე შოთას ძე ჯოლოხუა, შარუ ბიკუტას ძე ჯოლოხავა, მაქსიმე გვიტოს ძე და თეიმურაზ ქუჩუს ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მიხეილ ჩიქოვანი, სპირიდონ კადიბის ძე გარუჩავა, სიკო დუტუს ძე ჭანია, მიხეილ ჩონთას ძე და გიორგი ოთარის ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სტეფანე ბაკუტას ძე, ანდრო კვაცის ძე, კოწია, ნიკო და გოგია კიმოთეს ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავას მიწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელი წინაწარი კრება გაიმართა. სხდომას წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ წინასწარ კრებაზე გადაწყდა, რომ განყოფილება ჯოლოხავების კუთვნილ სახლში განთავსდებოდა. კრებას სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავა თავმჯდომარეობდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 11 აგვისტოს ლუკა უტუს ძე ჯოლოხავა, პავლე კუფუიას ძე ბელქანია, ისაკი დიტოს ძე და დიტო კვაჯას ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ფუქის განყოფილების გახსნის დაჩქარება სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 13 აგვისტოს თბილისში მოსკოვის სახალხო ბანკის განყოფილების დირექტორად კონსტანტინე კანდელაკი დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრის განკარგულებით კერძო წერილებსა და ტელეგრამებზე სამხედრო ცენზურა დაწესდებოდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნებულ ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაციას „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“, სადაც დასასრულს საუბარია თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ახლავს რედაქციის შემდეგი შენიშვნა: „ასეთი კავშირის მგალობლებია „ცისფერი ყანწების“ მგოსნები, რომელნიც ამ დიდი რევოლუციის ქარტეხილში ჩვენს დაბა-ქალაქებში პარადებს მართავენ და რომელთა ქება-დიდებას „ფრანც მოორი“ – იდეური თანამოაზრე „ჩვენი ქვეყნის“ ფაქტიური რედაქტორისა, ამავე გაზეთში გაჰყვირის. მე ვამბობ, თანამოაზრე, რადგან ბ. რედაქტორი მხოლოდ თანამოაზრეთ უბეჭდავს ფსევდონიმით წერილებს. საინტერესოა, კიდევ რამდენი არიან „ცისფერი ყანწელების“ მადიდებელნი „ნ. [.]-ბში, რომ იმედი ვიქონიოთ მათ მიერ საქართველოს აღდგენა-განახლებაში“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 აგვისტოს თეკლე (ციალა) ალექსის ასულმა ჩოლოყაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა. იგი საზოგადოებას თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.

