რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 თებერვალს ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვემ დიდთოვლობის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად მტკვრის აუზის გარშემო ატმოსფერული ჰაერის ქიმიურ შემადგენლობაში აღმოაჩინა წყალბადის ზეჟანგი.
1869
ტიპი: გარდაცვალება
1869 წლის 15 თებერვალს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი გიორგი იოანეს ძე გოგიჯანოვი გარდაიცვალა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 10 თებერვალს თბილისის მაზრის სოფელ ქოთიშში ხანძარმა გაანადგურა თავად ზაალ ბარათაშვილის კუთვნილი სამსართულიანი წისქვილი, რომელიც მეპატრონეს წელიწადში 600 თუმან სარგებელს აძლევდა. ხანძრით გამოწვეულმა ზარალმა 1200 თუმანი შეადგინა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 22 თებერვალს, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით, ბარონი ფონ დერ ოსტენ-საკენი დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით ბარონი ფონ დერ ოსტენ-საკენი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად დანიშნეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 27 თებერვალს თბილისის სასამართლომ განიხილა ანა აბაშიძის გატაცებაში ბრალდებულ სვიმონ ანდრონიკაშვილის საკასაციო სარჩელი და არ დააკმაყოფილა.
1869
ტიპი: ნასამართლეობა
1869 წლის 27 თებერვალს თბილისის სასამართლომ განიხილა და არ დააკმაყოფილა სვიმონ ანდრონიკაშვილის საკასაციო სარჩელი, რომელსაც ანა აბაშიძის გატაცების ბრალდებით ყველა წოდების ჩამორთმევა და ოთხწლიანი გადასახლება ჰქონდა მისჯილი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის პირველ მარტს ივანე ანდრიას ძე ელიოზოვმა გამოსცა ჟურნალ „მნათობის“ პირველი ნომერი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის მარტში კავკასიაში ჩამოვიდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობა, დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი (უფროსი).
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 6 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაჟდენ ბედიანიძის კერძო განცხადება თბილისში ახალი ბერძნული მაღაზიის გახსნის შესახებ, სადაც გაიყიდებოდა იაფი კოლონიური საქონელი.
1869
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1869 წლის 12 მარტს საქართველოს ეგზარქოსის სასახლის ეკლესიაში მონაზვნად აღიკვეცა ქეთევან ჯავახიშვილი-წერეთლისა, რომელსაც სამონაზვნო სახელად ეწოდა ნინა.
1869
ტიპი: ნასამართლეობა
1869 წლის 12 მარტს ქუთაისში გაიმართა შორაპნელი ეფროსინე თუთბერიძისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულების – ივანე და იაკინთე თუთბერიძეებისა და მღვდელ დავით კიკვაძის – სასამართლო პროცესი. მათ 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ სტატიაში „ქართული თეატრის წარმოდგენა თბილისში“ განხილული იყო ყველიერის კვირაში წარმოდგენილი ორი სპექტაკლი, „გაყრა“ და „ძუნწი“, რომლებშიც სამსახიობო ოსტატობით გამორჩეულან ა. სუქიასიანი, სოსია მელაძე და თ. ბერიძე.

