საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე ჩხეიძე ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ძაგანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში არტემ მურზაყანის ძე ჯიჯიხია საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 პოლკის შტაბის უფროსი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ჭილაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსის თანაშემწე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა – ვლადიკავკაზ-დარიალის მიმართულების ფრონტის მეთაური იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

I მსოფლიო ომის დროს ცორვიძე კავკასიის ფრონტზე, მე-8 მსროლელთა პოლკში, იბრძოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1918

ტიპი: თანამდებობა

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, 1918-1921 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორი და აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო.

1918

ტიპი: განათლება

ვახტანგ გურგენიძე 1918/19 სასწავლო წელს სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე გზათა სამინისტროს იურისკონსულტი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძე გზათა სამინისტროს იურისკონსულტი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს მარო მაყაშვილი „ისპანკით" დაავადდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ქეთევან ბაგრატის ასულმა მარგველაშვილმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში დასაქმება ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ბართლომე კილაძემ დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვა, ყველანაირი სასტამბო საქმე მისთვის გადაეცათ. იგი ჩართული იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში და დაგროვებული ჰქონდა მუშაობის საკმარისი გამოცდილება.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 26 ნოემბერს სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი აბესალომ პეტრეს ძე ტყემალაძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ზაბიტ კაპლანოვმა მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ყრილობას.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი 1918 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღემდე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გიორგი სამხარაძემ სწავლა დაიწყო ქუთაისის შვიდწლიან სკოლაში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წელს გარდაიცვალა თედო სახოკიას მეუღლე, ნადე კეკელია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში მოსე ჯანაშვილი ასწავლიდა ქართულ ენას მიწის მზომელთა სასწავლებელში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავა თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად გამოვიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს იაკობ ფანცხავამ თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იაკობ ფანცხავა იყო მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე.