რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მუშათა კომისიაში ალექსანდრე ფარნიევი და კონსტანტინე საბახტარიშვილი აიჩიეს გიორგი ერაძისა და ბიქტორ თევზაიას ნაცვლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი სახალხო გვარდიის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი ეროვნული საბჭოს წევრთა გასამრჯელოს შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მიიღეს კანონპროექტი სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა სალიკვიდაციო გასამრჯელოს შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, კანონპროექტი სამკურნალო მადნეულ-აბანოების, წყლებისა და ტალახების სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადების შესახებ გადაეცა აგრარულ და ჯანმრთელობის კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი, იოსებ აბაკელია) ერთხმად მიიღეს საგანგებო საგამოძიებო კომისიის გაუქმების კანონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სამოსამართლო პალატის შტატების შეცვლის შესახებ კანონი უცვლელად მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განათლების სამინისტროსთვის კრედიტის გახსნის კანონპროექტი გადაეცა საფინანსო და განათლების კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ოზურგეთს დახმარების კანონპროექტი გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 ივლისს, 10 საათზე, გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა, რომელზეც ალექსანდრე ლომთათიძემ საბჭოს წევრებს გამოჩენილი სოციალ-დემოკრატის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალება აუწყა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 3 ივლისს ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა შალვა მესხიშვილს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სასწავლებლების აღრიცხვა და განათლების სამინისტროსთვის გადაცემა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1918 წლის 2 ივნისს არისტრახო კალანდარიშვილის თავმჯდომარეობით გამართული საერთო კრების ოქმი.
1918
ტიპი: თანამდებობა
მატერიალური სამსახურის თანამშრომელი, რევიზორი ნ. ე. ერმოლაევი 1906 წელს გაათავისუფლეს სამსახურიდან 1905 წლის დეკემბრის აჯანყებაში მონაწილეობისათვის დაპატიმრებისა და სამართალში მიცემის გამო. გამართლების შემდეგ ისევ მიიღეს სამსახურში 1907 წლის აპრილში. რევიზორის თანამდებობაზე აღდგენასთან ერთად, 1918 წლის 5 ივლისს გზების უფროსს მიმართავს შუამდგომლობით, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დახმარება გამოუყონ.
1918
ტიპი: ავტორობა
მ. ა. კოვალიოვი, რომელიც სამსახურში დაააბრუნეს 1-ლი მარტის გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის 5 ივლისს შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დაუნიშნონ გასამრჯელო სამსახურის დაკარგვისთვის, გამოუყონ დიდი დახმარება, რომლითაც მოვალეობას იკისრებენ, დაუფარონ გათავისუფლების დროს მიღებული საპენსიო შენატანები.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 5 ივლისს ელენე ივანეს ასულმა ლუკაშვილმა, რომელმაც თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი დაამთავრა, სამინისტროში გადამწერის ადგილი ითხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დამტკიცდა საგარეო საქმეთა კომისიის შემადგენლობა: კონსტანტინე საბახტარიშვილი, არსენა მულაიშვილი, დავით ონიაშვიილი, გიორგი გაგლოევი, არჩილ ჯაჯანაშვილი, იოსებ გობეჩია და შალვა ამირეჯიბი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით, სარწმუნოების კომისიაში გიორგი ცინცაძის ნაცვლად იოსებ მარუაშვილი დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით გზათა კომისიას გიორგი ცინცაძის ნაცვლად გიორგი გაგლოევი დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით სამეურნეო-საგამგეო კომისიის შემადგენლობას გერასიმე მახარაძის, გიორგი ცინცაძისა და გიორგი ერაძის ნაცვლად ილია ბადრიძე, ვასილ წულაძე და ნოე ცინცაძე დაემატნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის შემადგენლობას ნოე ჟორდანიასა და ბიქტორ თევზაიას ნაცვლად ალექსანდრე ლომთათიძე და კონსტანტინე საბახტარაშვილი დაემატნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მასწავლებლებისთვის საზაფხულო კურსების გახსნის კანონი საფინანსო და განათლების კომისიებს გადაეცა.

