რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 მაისს ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს სამმართველომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად სამინისტროს მინისტრის ამხანაგი გრიგორ სერგოს ძე ძამოევი სამშვიდობო დელეგაციის წევრად გაგზავნეს ქალაქ ბათუმში და მას მიანიჭეს მინისტრის ვალდებულებები.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თხოვნისამებრ გათავისუფლდა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 6 მაისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მეუღლე ელისაბედ ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თხოვნა მეუღლის ნეშთის პანთეონში, სარაჯიშვილის მიერ შეძენილ სასაფლაოზე, ცხვედაძის საფლავის გვერდით დროებით დასაფლავების შესახებ. ის ნეშთის გადასვენებას სტეფანწმინდაში აპირებდა. გამგეობამ ყაზბეგის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს ფოსტა-ტელეგრაფში არსებული დაძაბული მდგომარეობა. შედეგად, გიორგი გვაზავას დაევალა შინაგან საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების წარმართვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი. ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და იოსებ ყიფშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და იოსებ ყიფშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით შემდეგი საბჭოს წევრთა კრება დაინიშნა 1918 წლის 9 მაისს, სადაც საქართველოს კონსტიტუციის შედგენის საკითხი უნდა განხილულიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე მესხი. ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და იოსებ ყიფშიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს კახეთის რკინიგზის საზოგადოების გამგეობის თხოვნა მთავრობის მხრიდან დახმარების შესახებ, რომელიც 3 მილიონი მანეთის გადაცემას გულისხმობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიორგი სიმონის ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ფიზიკის, ხოლო ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ელენე იოსების ასული ნივინსკაია (ეროვნებით პოლონელი) ხონის ქალთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანა ლუკას ასული სანაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ისტორიის, ერმალოზ პეტრეს ძე კიწმარიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო ვერა იაკობის ასული საღარაძე უმცროსი კლასების პედაგოგებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1917 წლის მუშაობის ანგარიში, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი განყოფილების ყოველი ქმედება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს თავდაცვის კომისიის თხოვნა, პოლკოვნიკ ვასილ კარგარეთელისათვის 20 000 მანეთის გადაცემის საჭიროების თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ ამიერკავკაციის გამიჯვნის კომისიას უნდა დამატებოდა დიმიტრი ხოშტარია, მიხეილ მაჩაბელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე აფხაზი და გიორგი გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა, იოსებ მაჭავარიანი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე, გიორგი ლასხიშვილი გამოვიდა ინიციატივით, ეროვნულ საბჭოს აერჩია კომისია ამიერკავკასიის სახელმწიფოსა და საქართველოს კონსტიტუციაზე სამუშაოდ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძე ისაუბრა წინა შეხვედრისას გამართულ დისკუსიაზე, სხვა ეროვნულ საბჭოთა წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა კავკასიაში მცხოვრები გერმანელების განცხადების შესახებ, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციის შემუშავებაში მათ მონაწილეობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა ამიერკავკასიაში საერთო საბაჟო ხაზის არსებობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა სამოქალაქო უფლებების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ ისაუბრა ფედერალური სასამართლოს დაარსების შესახებ.

