საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90199

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 თებერვალს ბორჯომის რაიონის გლეხთა საბჭოს რეორგანიზაცია განხორციელდა. მუდმივ თავმჯდომარედ ისევ კოლია შახნაზაროვი აირჩიეს, მდივნად – ვასო ატოევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 თებერვალს ბახვში ოზურგეთის დროებითმა სამხედრო-რევოლუციურმა ტრიბუნალმა განიხილა ეკლესიის გაძარცვის საქმე. ბრალს სდებენ გიორგი მ. ქიქოძეს, იაგორ გარაყანიძეს, მათე მელუას, ანტონ ქიქოძეს. აღმოჩნდა, რომ ამ პირებს ძალად მოახვიეს ეკლესიის საქმე, ამიტომ გაათავისუფლეს. კომისიები ხელახლა უნდა დაინიშნოს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა წარადგინა წინადადება ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, ეროვნული საბჭოს ახლანდელ შემადგენლობას უნდა დამატებოდნენ ამიერკავკაციის სეიმის ქართველი დეპუტატები და იმ დეპუტატების ნაცვლად, რომლებიც უკვე ირიცხებოდნენ ეროვნული საბჭოს წევრებად, პარტიული კანდიდატები უნდა მოეწვიათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: კოტე აფხაზი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გერონტი ქიქოძე, რაჟდენ არსენიძე, მალაქია ტოროშელიძე, კარლო ჩხეიძე, გრიგოლ ნათაძე, ნოე რამიშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, მიხეილ მაჩაბელი , იოსებ სალაყაია, იასონ ლორთქიფანიძე, ვასილ წულაძე, ნოე ჟორდანია, პავლე საყვარელიძე, გერონტი ქიქოძე, კონსტანტონე მესხი, ბიქტორ თევზაია, იოსებ გედევანიშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, შალვა მესხიშვილი, აკაკი ჩხენკელი და რევაზ გაბაშვილი.

პირები
კოტე (კონსტანტინე) ნიკოლოზის ძე აფხაზი დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე (დ. კახელი, ეკალი) ალექსანდრე (სანდრო) სპირიდონის ძე ლომთათიძე გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე ქიქოძე რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (არ. რაჟდენიძე) მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძე გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) კონსტანტინე დავითის ძე მესხი ბიქტორ ვასილის ძე თევზაია (ბ. თეკლათელი) იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი) კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი (რ. გ., რაე, ღამურა)
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ სეიმის არც ერთი ფრაქცია არ იყო წინააღმდეგი ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ გამოთქვა აზრი, რომ თუ რუსეთს არ გამოეყოფა საქართველო, მაშინ ვალდებული გახდება აღიაროს ბოლშევიკების მიერ დადებული ზავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოსმალეთის ჯარი ისე მოექცევა ქართველებს, როგორც აჯანყებულებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, კოტე აფხაზი, გრიგოლ ნათაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, იოსებ გედევანიშვილი, დავით ვაჩნაძე, გერონტი ქიქოძე, იესე ბარათაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი ლასხიშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

პირები
წყარო

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ზავის შესახებ. მისი განცხადებით, ამიერკავკასიის კომისარიარტმა ოსმალეთის ჯარის უფროსს შეუთვალა, რომ იგი თანახმა იყო დაეწყო მოლაპარაკებები ზავის დადების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ ისაუბრა ზავის შესახებ. მისი აზრით, საქართველო თუ არ გამოეყოფოდა რუსეთს, მაშინ მას უნდა ეღიარებინა ბოლშევიკების მიერ დადებული ზავი ოსმალეთთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძემ განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო ჩამოიშალა და მასთან საქართველოს კავშირი შეწყვეტილი იყო თუ სამუდამოდ არა, ძალიან დიდი ხნის ვადით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ განაცხადა, რომ ოსმალეთთან ზავის დადებაზე საუბარი მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოზიციიდან უნდა განხილულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ბათუმში შექმნილი არეულობის შესახებ და საბჭოს წევრებს მოუწოდა ბათუმის დასაცავად ზომები მიეღოთ. მისი აზრით, ბათუმი არ უნდა ჩაბარებოდა ოსმალეთს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ქართველები უნდა გაერთიანებულიყვნენ მაჰმადიანებთან, რათა დაეცვათ ბათუმი ოსმალეთისგან. ასევე, სასწრაფოდ უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკები ახალციხელ მაჰმადიანებთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელს დაევალა ამიერკავასიის კომისარიატთან მოლაპარაკება ფულის გამოყოფის მიზნით, სამხედრო საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე იოსებ გედევანიშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის დასაცავად ჯარი ვერ გაიგზავნებოდა უსახსრობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ გამოცხადდა სამხედრო და ფინანსური ძალების მობილიზაცია ბათუმის ოლქის დასაცავად, რომელიც ბოლშევიკურმა ზავმა უკანონოდ წაართვა საქართველოს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყვეტილებით, ბათუმისა და ყარსის დასაცავად ეროვნული საბჭოს პირდაპირი კონტაქტი უნდა დაემყარებინა ამიერკავკასიის სხვა ერთა საბჭოებთან და ამიერკავკასიის სეიმის მიერ უნდა გამოცხადებულიყო საქართელოს დამოუკიდებლობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს ზავის დადების შესახებ. თავმჯდომარის განმარტებით, გერმანიასა და ბოლშევიკებს შორის დადებული ზავში მოხსენიებული იყო ამიერკავკასიაც.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 თებერვალს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა თბილისისა და მისი შემოგარენის მთავარ სამხედრო გენერალ-გუბერნატორს მიმართა, რომ იარაღის ტარების ნებართვაზე შუამდგომლობა გაეწიათ შემდეგი პირებისთვის: გზათა მინისტრის მდივან იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანისთვის (ბრაუნინგი N237000), საქმისმწარმოებელ ფეოფან იოსების ძე კობეშავიძისთვის (ბრაუნინგი N335587), გზათა სამინისტროს განყოფილების უფროს ინჟინერ სერგეი ნიკოლაის ძე მორდვინოვისთვის (ბრაუნინგი N208827), რკინიგზის განყოფილების ტექნიკოს ზურაბ პავლეს ძე მეტრეველისა (ბრაუნინგი N6540) და გზათა სამინისტროს საოლქო სამსახურის უფროს ტარას სოლომონის ძე სპრინკველისთვის (ბრაუნინგი N350855). ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 თებერვალს ციმბირში გადასახლებაში გარდაიცვალა ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი სეფე მეთოდის ძე ხომასურიძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 20 თებერვალს რკინიგზის საავადმყოფოში სახადით გარდაიცვალა თბილისის საქონლის სადგურის წითელგვარდიელი იონა იოსების ძე რამიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის მოხსენება მაღაზიის შტატის გაზრდისა და მომსახურე პირთათვის ანაზღაურების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანაზღაურების მომატების საკითხი გადაიდო. შტატის გაზრდა კი გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მაღაზიაში ვაჭრობის მაჩვენებელი მცირდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა „ბუნების კარის“ შემოკლებული ვერსიის, ისტორიისა და გეოგრაფიის ნაწილის გამოტოვებით, დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ბოცვაძის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა, რადგან ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები არსებობდა და ცალკე საგნებად ისწავლებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 თებერვალს გზათა სამინისტროდან საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზების გენერალ-გუბერნატორს განკარგულების გასაცემად რკინიგზის ლიანდაგის სამმართველოს განყოფილების 8 ნოემბრის (ნატანების რაიონის დაცვის უფროსის) მიმართვა გაუგზავნეს, რომელიც რკინიგზის პირველი განყოფილების უფროსის მიერ დრეზინის თვითნებურად წაღებას ეხებოდა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა, კანცელარიის მმართველმა ღამბაშიძემ და საქმისმწარმოებელმა ჩიკვილაძემ.