საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90199

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 თებერვალს უკრაინაში არსებულმა ქართულმა სამხედრო კომისარიატმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და წარუდგინა კომისარიატის წევრების სია: ალექსანდრე სვანიძე, შალვა რამიშვილი, პოლკოვნიკი ავალიშვილი, ვლადიმერ ჩახავა, გ. მამალაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვალს თბილისის საბჭოს სხდომაზე წაიკითხეს ფილიპე მახარაძის განცხადება ხმოსნობაზე უარის შესახებ, იმ მიზეზით, რომ მას დაჭერას უპირებდენ და საბჭოში მუშაობა არ შეეძლო; ხმოსნობაზე უარი განაცხადეს ასევე ზეინალოვმა და იდაშკინმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვლის თბილისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძემ ჯამაგირზე უარი განაცხადა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ თელავში, ისევე როგორც სხვა დაბა-ქალაქებში, შიმშილობა დაიწყო, მასთან ბრძოლა სასურსათო კომიტეტებმა იკისრეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ქალაქისთავმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მიმართა მდიდრებს მოწოდებით ღარიბების დახმარების შესახებ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ დაიკარგა ჯარისკაცი ბარნაბა დათას ძე გვახარია, რომელიც მოქმედ ლაშქარში – კავკასიის მე-18 მსროლელთა პოლკში მსახურობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. რუხაძის ლექსი „მოწოდება“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 25 თებერვალს დაასაფლავეს კავკავში ვერაგულად მოკლული სასურსათო კომიტეტის წევრი გიორგი დალაქიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 თებერვალს გაიმართა თიანეთის საზოგადოების კრება ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცთა მეთაურობით. მოხსენება გააკეთეს მაზრის კომისარმა ლაცაბიძემ და სახ. მილიციის ინსტრუქტორმა წივწივაძემ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 25 ივნისს დარია ბესარიონის ასულმა ჯორბენაძემ საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების მთავარგამგეს გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარების ნებართვა სთხოვა ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში სიმწიფის მოწმობის ასაღებად.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული დემოკრატიული პარტიის მთავარმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დროებითი წევრების, ალექსანდრე ასათიანისა და იოსებ მაჭავარიანის შესახებ.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 27 თებერვალს ბოლშევიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციამ დუშეთის მაზრაში გაგზავა პარტსამუშაოდ გიორგი ლაფანაშილი

1918

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყებოდა, რომ 1918 წლის 27 თებერვალს რუსეთის დიდი რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ალექსანდრე ლომთათიძე ლექციას წაიკითხავდა. წარმოდგენილი იქნებოდა იაკობ ცინცაძის (ია ეკალაძის) დრამა „ნომერი 21 ჯვრით“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვლამდე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია იმყოფებოდა კრეისერ „კაროლ კარლ“-ზე, რადგან ტრაპიზონის ვალი მოითხოვდა დაცვის განიარაღებას. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონიდან ბათუმში დაბრუნებას აპირებდა, სადაც კონსტანტინოპოლიდან წარგზავნილ თურქულ დელეგაციას დაელოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის დელეგაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, დელეგაცია კრეისერიდან გადაიყვანეს მათთვის მომზადებულ შენობაში, ხოლო დაცვა გემზე დატოვეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 თებერვალს ბათუმის თავი კონსტანტინე საბახტარაშვილი სწერს აკაკი ჩხენკელს წერილს თბილისისა და ქუთაისის გუბერნიიდან ჯარების ბათუმისაკენ გადაადგილების შესახებ და უსურვებს მას მხნეობას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 28 თებერვალს ორპირის ქუჩაზე, საკუთარ სახლში რევოლვერით თავი მოიკლა პორუჩიკმა კოსტა ხურცილავამ. მიზეზი უცნობია.

1918

ტიპი: თანამდებობა

ახალციხის მაზრის კომისარმა მაღლაკელიძემ 1918 წლის 28 თებერვალს თანამდებობა დატოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. საქართველოს საბჭოს სახელით კრებას მიესალმნენ ალექსანდრე აბაშელი და ისიდორე რამიშვილი. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 თებერვალს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქონებათა სექციის წევრს, პეტრე ქავთარაძეს გაუგზავნა წერილი, მას და მამულების მოურავ პეტრე მამრაძეს ქუთაისში გამგზავრებას სთხოვდა ქონების მისაღებად, რომელიც ეროვნული საბჭოსთვის უნდა გადაეცათ ქუთაისის თავადაზნაურობისაგან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ ფინანსური დახმარების შესახებ. ისინი ითხოვენ, რომ ეროვნულმა საბჭომ ავანსად გადასცეს 600 თუმანი საზოგადოების წევრს, დიმიტრი თულაშვილს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის მარტიდან დავით პავლეს ძე ლოევსკი გზათა სამინისტროს ცენტრალური რეგისტრატურის, მიმოწერის ბიუროსა და ეგზეკუტორის ნაწილის უფროსის მოვალეობათა შემსრულებლად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 20 რუბლს შეადგენდა.