საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1920

ტიპი: განათლება

ვიქტორ ნიკოლოზის ძე მიხელსონი თბილისის მე-3 გიმნაზიაში სწავლობდა 1 წელი. საგნები და შეფასებები: ჰიგიენა – 4, რუსული ენა და სიტყვიერება – 4, ლოგიკა – 4, საქართველოს ისტორია – 5, სამართალმცოდნეობა – 5, მათემატიკა – 3, ფიზიკა და მათემატიკური გეოგრაფია – 3/4, ისტორია – 5, გეოგრაფია – 5, ფრანგული ენა – 3, გერმანული ენა – 3. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით 1920 წელს მას მიეცა ატესტატი.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ალექსანდრე იოსების ძე კანდელაკი იყო ქართული ენის მასწავლებელი.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი იყო ქართული ეროვნული საგნების საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა საქართველოს ისტორიას.

1921

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 სასწავლო წელს, გაკვეთილებისა და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე ციმაკურიძე თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს არუთუნ თუმანიანცი იყო სომხური ეროვნული საგნების საშტატო მასწავლებელი. მას ჰქონდა საშუალო სასწავლო დაწესებულებებში სომხური ენის მასწავლებლის სტატუსი და ასწავლიდა სომხურ ლიტერატურას და სომხეთის ისტორიას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ლეონიდ კორგანოვი იყო სომხური ეროვნული საგნების საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა სომხურ ენას, ლიტერატურას და სომხეთის ისტორიას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს არშაკ ტერ-ავაკიანი იყო უმაღლესი საქალაქოს სკოლის მასწავლებელი და ასწავლიდა სომხურ ენას, სომხეთის ისტორიას და სომხეთის გეოგრაფიას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ა. ა. მირაკიანი იყო უმაღლესი საქალაქოს სკოლის მასწავლებელი და ასწავლიდა სომხეთის ისტორიას და მათემატიკას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, 1920-21 სასწავლო წელს თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში ნერსეს ტერ-მიქაელიანი სომხური და გერმანული ენების დაქირავებული პედაგოგი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ფლორა  ვარდანიანი იყო უმაღლესი საქალაქოს სკოლის მასწავლებელი. მას ჰქონდა დაწყებითი სკოლების მასწავლებლის სტატუსი და ასწავლიდა სომხურ ენას, სომხეთის ისტორიას, საქართველოს ისტორიას და არითმეტიკას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ალექსანდრე  სავინოვი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა რუსულ ენას, რუსულ ლიტერატურას და ფილოსოფიურ პროპედევტიკას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, 1920-21 სასწავლო წელს სერგეი ცივილინი იყო თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენისა და ლიტერატურის საშტატო მასწავლებელი.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, 1920-21 სასწავლო წელს სტეფანე მამიკონიანი იყო თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის საშტატო მასწავლებელი.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, 1920-21 სასწავლო წელს ანაიდა შაიკიანი იყო თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის საშტატო მასწავლებელი.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს მარია მიქაძე იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა ფრანგულ ენას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს რ. ჩეკერტი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა გერმანულ ენას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ნ.  სონოლევა იყო მასწავლებელი (დაქირავებული) გერმანული ენის და ასწავლიდა გერმანულ და ფრანგულ ენებს.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს მესროპ  ამირშაგოვი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა მათემატიკას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს კონსტანტინე ასლანოვი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა მათემატიკას და კოსმოგრაფიას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს ბაგრატ  შაგინიანი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა მათემატიკასა და ალგებრას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს მიხეილ  მუჩაიანი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა ფიზიკას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს შ.  დემირჩოღლიანი იყო უმაღლესი საქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი და ასწავლიდა გეომეტრიას, არითმეტიკასა და ფიზიკას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს მიხეილ ზარგარიანი იყო გიმნაზიის ინსპექტორი, საშუალო სასწავლებლის პედაგოგი, ასწავლიდა გეოგრაფიასა და ბუნებათმცოდნეობას.

1921

ტიპი: თანამდებობა

გაკვეთილების და სადამრიგებლოების განაწილების გეგმის მიხედვით, თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში 1920-21 სასწავლო წელს სერგეი ალდადანოვი იყო საშტატო მასწავლებელი და ასწავლიდა გეოგრაფიას, ბუნებათმცოდნეობასა და ფიზიკას.