საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე დაეშვა. იგი ასევე, ამზადებდა მის მატრიკულარულ მოწმობას. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებლების მთავარ გამგეს თხოვნაში სწერს, რომ ნიკოლოზ ალავიძე სწავლობდა ლეობენის სამთო აკადემიაში ორწელიწადნახევარი. ხელს აწერენ: დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის რეალურ გიმნაზიას ოლღა ნიკოლოზის ასულ ხიმშიაშვილის თხოვნა გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აგაფია პავლეს ასული აბაშიძე შვილებთან ერთად იუწყებოდა, რომ 12 ოქტომბერს საჩხერის ეკლესიაში გაიმართებოდა ინჟინერ ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის პანაშვიდი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს გამართულ ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე ხმათა უმრავლესობით პარტიის რიგებიდან გარიცხეს პეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს თბილისში გამართულ კონცერტზე ორკესტრს, ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინის დირიჟორობით, განსაკუთრებით შთამბეჭდავად შეუსრულებია რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერეზადა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს თბილისში გამართულ წარმოდგენაზე ნიკოლაი ნიკოლაევს შთამბეჭდავად შეუსრულებია როიალზე E-mol კონცერტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს გაიმართა სიმფონიური კონცერტი ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინის დირიჟორობით.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ ყაველაშვილს ბინა ჰქონია თბილისში, ოლღას ქუჩა N10-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს სიმონ ყაველაშვილს ბინაში (ოლღას ქუჩა N10-ში) ბოროტმოქმედები შეუცვივდნენ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნოე“ დააპატიმრეს ნ. ვულკინი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაცია ედებოდა ბრალად.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნავთლუღი“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმრო „ნავთლუღში“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ისევ ვერ მოხერხდა ლადო ახმეტელის თხოვნის განხილვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სპეკულაციასთან ბრძოლის კანონპროექტზე იმსჯელეს რევაზ გაბაშვილმა, ალექსანდრე ასათიანმა, აკაკი პაპავამ და რაჟდენ არსენიძემ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძის თავმჯდომარეობით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა უპასუხა წინა სხდომაზე სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტზე გამოთქმულ კრიტიკას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე მაყაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი ესწრებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს დავით ჩიქოვანის წინადადება, რომლის თანახმადაც ეროვნული საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო უნდა ყოფილიყო. პავლე საყვარელიძეს დაევალა ამ საკითხზე კანონპროექტის შედგენა და მომდევნო სხდომისთვის განსახილველად წარდგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიების ფრაქცია ინიციატივით გამოვიდა, ეროვნულ საბჭოს „საქართველოს პარლამენტი“ დარქმეოდა. პავლე საყვარელიძეს ამ საკითხზე კანონპროექტის შემუშავება და მომდევნო სხდომაზე განსახილველად წარდგენა დაევალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ივანე ჩერქეზიშვილს საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ დამატებითი კანონპროექტის შემუშავება დაევალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის საქმისმწარმოებელმა შ. ტატიშვილმა მთავრობისთვის წარსადგენად და განსახილველად გაგზავნა კანონპროექტი „საქართველოს საზღვრებიდან გაძევებისა და სასამართლოს გარეშე დატუსაღების შესახებ“.

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლაზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება თევზჭერაზე, თევზეულის დამარილებაზე, შებოლვაზე, დაკონსერვებასა და გატანაზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება როგორც მდინარე რიონის, აგრეთვე მისი ნაპირების (ფოთიდან სამტრედიამდე) ბუნებრივი სიმდიდრის ექსპლოატაციაზე, რომელთა გარკვეული ზოლი გასხვისებული იყო. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"