რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 მაისს შრომის სამინისტროს წარმომადგენლი აბოვიანცი სამინისტროში გამართულ კომპანია „ზინგერის“ ხელმძღვანელსა და თანამშრომელთა შორის წარმოქმნილ დავას ესწრებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მაისს თბილისის N1 სავაჭრო მაღაზიის მაყურებელმა ჯავახოვმა გაგზავნა წერილი (ტელეფონოგრამა N583) თბილისის დაცვის შტაბში, რომელშიც მის დაქვემდებარებაში არსებულ მაღაზიაზე თავდასხმას იტყობინებოდა და დახმარებას ითხოვდა. წერილს ხელს აწერდა ჯავახოვი, გადაეცა დუდაევს, მიიღო პერნოვსკიმ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქართველ ვაჭართა კავშირის წინადადება ქარვასლაში ოთახის გამოყოფის თაობაზე. სექციის დადგენილებით ქართველ ვაჭართა კავშირს დაეთმო ზემოაღნიშნული ოთახი და პეტრე მამრაძეს დაევალა ვაჭართა კავშირთან ქირის რაოდენობისა და სხვა პირობების შესახებ მოლაპარაკება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას მოხსენება სილოვან გიგიბერიას შუამდგომლობის თაობაზე, ქარვასლაში ოთახის დატოვების შესახებ. სექციის დადგენილებით, სილოვან გიგიბერიას ჩამოერთვა რესტორან "პარიზის" ოთახი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ ისაუბრა რესტორან "პარიზის" შესახებ, რომლის საბილიარდო ოთახიც ყომარბაზების ბუდედ იყო გადაქცეული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომაზე სექციამ დაადგინა: 1. რესტორან "პარიზის" სადგომის ის ნაწილი, სადაც საბილიარდოა მოთავსებული ჩამოერთვას გიგიბერიას და მოისპოს საბილიარდო; 2. სილოვან გიგიბერიას მიეცეს წინადადება, სურვილის შემთხვევაში დარჩეს რესტორან "პარიზის" მეორე ნაწილში, რომელიც ქარვასლის ქვედა სართულზეა მოთავსებული და იხადოს ყოველთვიურად ქირა ხუთასი მანეთის ოდენობით; 3. მიეცეს გიგიბერიას 2 კვირის ვადა ამ პირობის აღსასრულებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე მამრაძემ ელექტროსადგურისა და სამოურავო კანტორის თანამშრომლებისათვის ხელფასის მომატების შესახებ განაცხადა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მამულების მოურავის თანაშემწეს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს დაენიშნა ხელფასი 500 მანეთის ოდენობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მაისს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი იყო მამულების მოურავის თანაშემწე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ელექტროსადგურის კანტორის გამგეს, დავით კიკნაძეს ხელფასი განესაზღვრა 600 მანეთით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს თბილისის ქართული გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლის, გიორგი ცისკარაშვილის თხოვნა დახმარების თაობაზე და მას ყოველთვიურ შემწეობად 300 მანეთი განუსაზღვრეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისის საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის გადაწყვეტილებით, სამოურავო კანტორაში დასაქმებულ ევგენი გარსევანიშვილს, რომელიც ჯარში იყო გაწვეული, შეენახებოდა ადგილი და ყოველთვიურად მიიღებდა ხელფასის ნახევარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განისაზღრა მამულების მოურავის თანაშემწეს, ბაგრატიონ-დავითაშვილს დაენიშნოს ყოველთვიურად 500 მანეთი, ელექტრო სადგურის კანტორის გამგეს, დავითკიკნაძეს – 600 მანეთი, ქარვასლისა და სხვადასხვა შენობების მომწესრიგებელს, დიმიტრი ჭავჭავაზეს – 200 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს ბათუმში გაემგზავრა სომეხთა დელეგაცია ა. ი. ხატისოვის მეთაურობით. დელეგაციის წევრები იყვნენ: მ. ი. პაპაჯანოვი და რ. ი. კარაზნუნი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი აძლევს ნებართვას საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს, აწარმოოს მოლაპარაკება გერმანიის, თურქეთის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობებთან, რათა დამყარდეს მათთან ეფექტური და ხანგრძლივი საერთაშორისო ურთიერთობები. ნებართვას ხელს აწერენ: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. რამიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მდივანი მ. მღვდლიევი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისის შემდეგ თავმჯდომარეობის გარდა, ნოე რამიშვილს მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ნოე რამიშვილი სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკის კოალიციურ მთავრობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი კრებას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი რუსულ ენაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ კრებაზე ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ჩამოყალიბდა აღმასრულებელ კომიტეტსა და ფრაქციების წარმომადგენლებთან შეთანხმებით.

