საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დამსწრე საზოგადოებას წინაშე წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა დამსწრე საზოგადოებას რუსულად წაუკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ აღნიშნა, რომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ფულის სისტემის შემუშავებამდე ფულის ბეჭდვის ძველი წესი რჩებოდა ძალაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წარადგინა სამანდატო კომისია: თევდორე კიკვაძე, რაჯდენ არსენიძე, შალვა მიქელაძე, იასონ ლორთქიფანიძე, გიზო ანჯაფარიძე, კალენიკე ქავთარაძე, გიორგი გვაზავა, ივანე ჩერქეზიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 მაისს მილიციის უფროსის დამხმარესთან, იმნაიშვილთან გამოცხადდა წითელი გვარდიის შტაბის თავმჯდომარე ალექსანდრე სოლომონის ძე მაისურაძე და განაცხადა, რომ წითელი გვარდიის შტაბის განკარგულებით ინტენდანტის სავაჭრო მაღაზიიდან 4 ტვირთმზიდი 1000 ფუთი შაქარი მერვე კომისარიატმა გააჩერა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 27 მაისის ბრძანებით ინჟინერ თუმანოვის კავკასიის ოლქის ტერსკის განყოფილების სახალხო საბჭოში გადასვლის გამო კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს სიიდან ამ განყოფილებისა და დისტანციის ყველა მოსამსახურე ამოიშალა. დისტანციის უფროსი კვეშჩინსკი და ტექნიკოსები ივანოვსკი და დუდუკალოვი თბილისის განყოფილების მე-5 დისტანციაში გადავიდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 მაისის საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე დაადგინეს საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი, ასევე საემისიო უფლებით გადაეცეს ეროვნულ საბჭოს საფინანსო კომისიას, რომელშიც მთავრობისგან შევლენ: ფინანსთა მინისტრი გ. ჟურული და კ. კანდელაკი. ასევე გადაწყდა, რომ რუსულ კორპუსს წინადადება მიეცეს თავიანთი ქონება დაუყოვნებლივ ჩააბარონ მთავრობას. დაადგინეს გამოიცეს ქართული მთავრობის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ და მის რედაქტორად მოიწვიონ გაზ. „კავკაზ“-ის რედაქტორი ქავთარაძე. სასურსათო მინისტრის ამხანაგად დაინიშნა საბაშვილი. სამხედრო მინისტრის თანაშემწე გენ. მაიორი გ. ი. კვინიტაძე დაინიშნა საქართველოს ლაშქრის მთავარ-სარდლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 მაისს ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეობის პირველივე დღეებში, როგორც ახალშექმნილი სახელმწიფოს მეთაურმა, ხელი მოაწერა გერმანიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 მაისს პოლკის კომანდორი ბლიაშვილი ადასტურებდა, რომ მოწმობა ეკუთვნოდა პოლკიდან დროებით გარიცხულ პარტიზანს, ალექსანდრე ვეფხვაძეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდნენ ნოე ჟორდანია და ნიკოლოზ ჩხეიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, რაჟდენ არსენიძემ ეროვნული საბჭოს დამატებითი სიის შემადგენლობაში დასამტკიცებლად წარადგინა რაფიელ ივანიცკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს სამეურნეო-საგანგებო კომისიის შემადგენლობა: გერასიმე მახარაძე, გიიორგი ცინცაძე, გიორგი ერაძე, ანდრია ჭიაბერაშვილი, იოსებ გობეჩია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, რაჟდენ არსენიძემ ეროვნული საბჭოს დამატებითი სიის შემადგენლობის კანდიდატად რადიკალურ დემოკრატიული ფრაქციიდან ალექსანდრე ახმეტელი წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ეროვნულ საბჭოში შედიოდნენ ლეო ნათაძე, ნოე ცინცაძე, ვლასა მგელაძე, ვასილ წულაძე, მელიტონ რუსია, ფილიპე ლორია, ვიქტორ ჟღენტი, ილია ბადრიძე, დავით შარაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე რაჟდენ ალექსიძის გამოცხადებული ეროვნული საბჭოს შემადგენლობა ერთხმად დამტკიცდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, ალიონელთა ჯგუფიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდა შალვა შარაშიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ ბიქტორ ნინიძე, ვასილ ცაბაძე, ნიკოლოზ იობაშვილი, ილია გოგელია, თევდორე კიკვაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, გრიგორ ურატაძე, იუნუს წულუკიძე, სარდიონ თევზაძე, იოსებ მარუაშვილი, სოლომონ დოლიძე, გიორგი სადაგაშვილი, სტეფანე ელიაძე, ბაგრატ მიკირტუმოვი, გრიგოლ ცინცაძე, მიკირტიჩ ვარდოიანცი, ოლღა სოლოღაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციიდან ეროვნულ საბჭოში შედიოდნენ გრიგოლ რცხილაძე, იესე ბარათაშვილი, სამსონ ფირცხალავა, სვიმონ მდივანი, იასონ ბაქრაძე, ალექსანდრე წერეთელი, დიმიტრი უზნაძე, სამსონ დადიანი, იოსებ გედევანიშვილი, თევდორე ღლონტი და შალვა მიქელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალ-ფედერალიტთა პარტიიდან ეროვნული საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ შალვა ნუცუბიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ერასტი ტოროტაძე და აკაკი ფაღავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, სოციალისტ რევოლუციონერებიდან ეროვნულ საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ მიხეილ ფაჩუაშვილი, ილია კაკაბაძე და ივანე ვარაზაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციიდან საბჭოს დამატებით სიაში შედიოდნენ ვასილ წერეთელი, დიმიტრი ჯავახიშვილი, რევაზ გაბაშვილი, მიხეილ მაჩაბელი, იოსებ მაჭავარიანი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან შედიოდნენ ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გაგლოევი, ვლადიმერ ჯუღელი, ვლადიმერ ახმეტელაშვილი, კონსტანტინე გვარჯალაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ანდრია ჭიაბერაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში სოციალისტურ რევოლუციური ფრაქციიდან შედიოდნენ კონსტანტინე მესხი, გრიგოლ ნათაძე, ვლადიმერ გობეჩია, ივანე ჩერქეზიშვილი, იოსებ გობეჩია, ივანე გობეჩია, იოსებ აბაკელია, კონსტანტინე ჯავრიშვილი, ლეო შენგელაია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოში უპარტიოთა ჯგუფიდან შედიოდნენ კონსტანტინე აფხაზი და კონსტანტინე მაყაშვილი.