რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ამ პოლიტიკური მოძრაობის მთავარ ძალასა და ცენტრს წარმოადგენდნენ ინგუშები, რომლებიც სხვა ხალხებზე უფრო განიცდიდნენ მიწების ნაკლებობას და ამიტომაც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ თავიანთი ეროვნული ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ამიერკავაკასიის საზოგადოებისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ავტორს მოჰყავდა ამონარიდები ორგანიზაციის პროგრამიდან და მისი წინასიტყვაობიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ თერგის, დაღესტნისა და ყუბანის ოლქის წარმომადგენლები არ დაახანებდნენ და უახლოეს მომავალში შეუერთდებოდნენ ლიგას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსული რევოლუციის მიერ ხალხებისთვის მინიჭებული თვითგამორკვევის უფლებით უსარგებლია რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების უმრავლესობას. პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლიფლანდია, კურლანდია, უკრაინა, ბელარუსი, ყირიმი, დონი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დაადგა რუსეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შენების გზას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიიდან ირკვევა, რომ კავკასიის მთის ხალხებს ოტომანთა იმპერიასთან უკვე დაუდიათ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში ასეთივე ხელშეკრულების დადებას აპირბედნენ გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებთან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. ავტორის აზრით, კავკასიის ხალხთა ერთიანობისა და პროგრესისათვის ბრძოლის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური სიახლოვე სამხრეთ-კავკასიელ მეზობლებთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლოზუნგით „ერთიანობა, დამოუკიდებლობა და პროგრესი“ უნდა ეხელმძღვანელა ყველა შეგნებულ, ეროვნულად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობის მოსურნე მთიელს, ვინც ამაყობდა თავისი სამშობლოთი და თავისი წინაპრებივით თავდავიწყებით უყვარდა იგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლიგა აპირებდა მეგობრული ურთიერთობების დამყარებას მეზობელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან: აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან. საბოლოო მიზანი კი შეიძლება გამხდარიყო ფედერაციულ ან კონფედერაციულ საწყისებზე დაფუძნებული ერთიანი დამოუკიდებელი კავკასიის შექმნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, კავკასიის ხალხები მხოლოდ გაერთიანების, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობების გზით მოახერხებდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის, ნაციონალური ერთიანობისა და კულტურის დაცვას რუსეთისაგან და სხვა დიდი იმპერიებისგან, ასევე უცხოელთა მხრიდან პოლიტიკური ჩაგვრისა და ეკონომიკური ექსპლუატაციისგან თავის არიდებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების სუდ საქმიანობას. სტატიის თანახმად, ავტორი თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილებაში ბინაზე დამდგარა აღრიცხვაზე. ამასთან ერთად, მას წინასწარ შეუტყვია, რომ ბინა, რომელსაც იგი უმიზნებდა, არავის ჰქონია დაკავებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. სტატიის თანახმად, სარაჯევების ოჯახი მეტად შეჭირვებულად ცხოვრობდა, ამიტომ ბინის მიღების თაობაზე განცხადების შეტანის შემდგომ, მის ცოლს საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინისთვის უთხოვია დაეჩქარებინა მათი ბინაში შესახლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინს დაუკმაყოფილებია სარაჯევების თხოვნა მათი ცარიელ ბინაში შესახლების თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტაციაც გაუცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს უკან გამოსახლებით დაემუქრნენ, რადგან თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე პლიოტკინის განცხადებით, ამ ბინაზე სარაჯევებამდე სხვა მოქალაქე დამდაგარა აღრიცხვაზე. პლიოტკინის პასუხით უკმაყოფილო სარაჯევს მიუმართავს ქალაქის გამგეობის წევრ ჩერქეზოვისთვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს ქალაქის გადამდგარი გამგეობის მაგივრად ახალი გამგეობის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება. სხდომა დაიწყო ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის, გ. ს. თავჯიანის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, ევგენი გეგეჭკორი და სხვა პარტიათა ლიდერები.
1918
ტიპი: ღონისძიება
გორის სამაზრო ერობის გამგეობის წევრის დ. მელიქაძის აზრით, დავით გიკაევი მასწავლებლობის არასასურველი კანდიდატი იყო, რადგან იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რაც ქართულთან იყო დაკავშირებული.

