რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში ხმელთაშუა ზღვის ადმირალი ჯონ დე რობეკი ბათუმიდან თბილისში მატარებლით ჩავიდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქ. ონში ებრაული სკოლის თალმუდ თორას ახალი შენობის გახსნის გამო იქაური ებრაელების სახელით რაბინმა დავით ბააზოვმა შინაგან საქმეთა მინისტრს დეპეშა გამოუგზავნა. რაბინი მიესალმა მინისტრს, საქართველოს მთავრობას ერთგულება შეჰფიცა დაიმედი გამოთქვა, რომ ებრაელებს სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას მიანიჭებდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სოხუმის ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა ხელოვნების სექციამ მსახიობი დარეჟისორი ივანე ბარველი სადრამო საქმის ხელმძღვანელად მიიწვია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, ამერიკაში საქართველოს წარმომადგენლად დავით ღამბაშიძე გაეგზავნათ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბერში პოლკოვნიკი ბიქტორ ნიკოლოზის ძე ინწკირველი დუშეთის მაზრის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს დავით როსტომაშვილი და ერმილე ხავთასი იყვნენ ციმბირის ქალაქებსა და შორეულ აღმოსავლეთში მყოფ ქართველთა წარმომადგენლები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 ოქტომბერს გამართული სატარიფო პალატის სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ა. გოლდმანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს თბილისში გამართულ დედებისა და ბავშვების დაცვის დღეს ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე ინა ჟორდანია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საშუალო სასწავლებლების პედაგოგებმა განათლების მინისტრს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება სთხოვეს. ნოე რამიშვილი მათ დახმარებას დაჰპირდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სახელმწიფო თეატრში გამართული ლატარიის გათამაშებაზე პირველ ბილეთებს ნოე რამიშვილი ხსნიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით 25000-მანეთიანი მომგებიანი ბილეთები ამოვიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ფრანჩესკო ნიტის საქართველოს ინტერესების დაცვა, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა და საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს საქართველოს რესპუბლიკასა და ინგლისელების მიერ დროებით დაპყრობილ ბათუმის ოლქს შორის ფოსტა-ტელეგრაფის აღსადგენად დადებული ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძის, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის, დ. მგელაძისა და კაპიტან გოუტის მონაწილეობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვასილ ბარნოვის 30-წლიანი მოღვაწეობა ქართულმა საზოგადოებამ დიდი ზეიმით აღნიშნა სახელმწიფო თეატრში, სადაც იუბილარი დავით კლდიაშვილთან ერთად მივიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე განხილეს ანარქიასა და სხვა ანტისახელმწიფოებრივ უწესრიგობასთან საბრძოლველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებაში 10 მილიონი მანეთის გადადების საკითხი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ვაცლავ ოსტროვსკი პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პოლკოვნიკი ჯეიმს რეი საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ დაარსებული საგანგებო კომისიის მუშაობაში. კომისიის მიზანი რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინების ლექსიკონის შედგენა იყო. ივანე ჯავახიშვილს უნდა გაეკეთებინა ლექსიკონის უკანასკნელი კორექტურაც.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გენერალური შტაბის პოლკოვნიკი მელქიორე გაბბა კავკასიაში იტალიის სამხედრო მისიის უფროსი იყო.

