რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში დაბრუნებისას ცხინვალის გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე მოკლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბერს ივანე შმიდტს მიეცა ცნობა, დადასტურებული ხელმოწერითა და სახელმწიფო ბეჭდით, რომ ის ნამდვილად გზათა სამინისტროს კურიერი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო კონტროლიორ ფ. გოგიჩაიშვილის, პალატის გამგე სმირნოვის, უფროს რევიზორ ირ. გრიგორიანცის 1918 წლის 4 ნოემბრის ფინანსთა მინისტრსისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კონტროლს შეუძლებლად მიაჩნია, თანხმობა განაცხადოს სოჭის ოლქის სკოლებისთვის 192 880 მან. კრედიტის გახსნაზე, სანამ არ იქნება გამოკვლეული, ოლქი საქართველოს ტერიტორიაში შედის თუ არა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ლუიზა ჰენრიხის ასული ჰორნიგი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ფრანც შულცი თბლისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ეკატერინე კენგე თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგი ა. ვალინგი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ვასილ სიმონის ძე ლორთქიფანიძე ხაშურის გიმნაზიის უმცროსი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ვერა წერეთელი თბილისის ქალთა მექვსე გიმნაზიის მოსამზადებელი განყოფილების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით სიმონ ივანეს ძე გოზალიშვილი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ოქტომბერს ღამით კუკიის ქუჩის N 3-ში ა. გრიგორიანცის ბინაში 5 შეიარაღებული კაცი შევიდა. მოკვლის მუქარით ა. გრიგორიანცს ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს, სულ – 26. 750 მანეთის. ბოროტმოქმედები მიიმალნენ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 4 ოქტომბერს, ღამით სასტუმრო „ანგლეტერში“ (მოსკოვის ქუჩის კუთხე) სროლა ატყდა. დაიჭრა ოფიცერი დუმბაძე, რომელიც მიხეილის საავადმყოფოში წაიყვანეს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ვ. ბერიძის ბინიდან ყაჩაღებმა 13 ათასი მანეთი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ოქტომბერს კაფე „დრუჟინაში“ ოფიცერი სანაია და ონუფრიშვილი პირად თემაზე წალაპარაკდნენ. ონუფრიშვილი მოკვლით დაემუქრა, მაგრამ სანაიამ მოასწრო მისი მოკვლა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 4 ოქტომბრის საღამოს მე-8 კომისარიატის კომისიის თანაშემწე მიქაძე დაჭრეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ოქტომბერს მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრები – იასონ გეგეჭკორი, სერაფიონ გეგეჭკორი, ნ. ხვინგია, ნ. ქუთათელაძე და ვ. მონიავა –განათლების სამინისტროს სკოლის დირექტორად ნაღვარევის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგის, სილიბისტრო პეტრეს ძე ფაციას, დანიშვნას სთხოვენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს გამართულ თელავის ქართველი საზოგადოების წევრთა კრებას 60 კაცი დაესწრო. კრების თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვახვახიშვილმა ოთხსაკითხიანი რეზოლუცია მიიღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართული საზოგადოების კრების მიერ მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან პირველი არის, რომელიც უკავშირდება სომხის გიმნაზიის მოთავსებას წმ. ნინოს სასწავლებელში. კრებამ დაადგინა, რომ ეთხოვოს განათლების მინისტრს სომხების გიმნაზიისთვის გამოინახოს სხვა შენობა და არა წმ. ნინოს სასწავლებელი იმ მოსააზრებით, რომ წმ. ნინოს სასწავლებლის შენობა და მთელი მისი კარმიდამო შეადგენს ძვირფას განძს, რომლის შენახვასა და დაცვას მუდამ უნდა სცდილობდეს საზოგადოება. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ. ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართველთა საზოგადოების წევრთა კრების მიერ მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან მეორე საკითხია. თელავში წმ. ნინოს სასწავლებლის გარდა არსებობს სხვა სასწავლებლები, როგორც მაგ: ვაჟთა გიმნაზია, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, 2 კლასიანი სასწავლებელი და სომხების 4 კლასიანი სასწავლებელი, სადაც სულ ადვილად შეიძლება სომხების მოთავსება-სადილს უკან მეცადინეობა. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ.ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართველთა საზოგადოების წევრთა კრებაზე მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან მესამე საკითხია. მხედველობაში უნდა მიეღოთ ისიც, რომ სომხების გიმნაზიის გადატანა ერეკლეს დარბაზში(თუნდაც ოთხი კლასისა)გამოიწვევდა დიდ აღელვებას ქართველთა საზოგადოებაში, რომელსაც შეიძლება ექსესები მოჰყოლოდა. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ.ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

