საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81336

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტის წევრმა სპირიდონ კედიამ განაცხადა, რომ ის საპროპაგანდო კომისიის წევრი იყო და კომისია სრულად თანხმდებოდა ორ მუხლზე: დამოუკიდებლობის დაცვა და დემოკრატიული რეჟიმის განმტკიცება, მაგრამ შეთანხმებას ვერ აღწევდა მე-3 მუხლის შესახებ, დამფუძნებელი კრების წევრი როგორ უნდა მოქცეულიყო პროვინციებში ხალხთან. კედია მოითხოვდა ამ მუხლის კომისიისთვის განსახილველად დაბრუნებას, რათა, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დამფუძნებელი კრებისთვის შემდეგ სხდომაზე წარედგინათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-რევოლუციონთა პარტიის წევრმა ლეო შენგელაიამ აღნიშნა, რომ სოციალისტ-დემოკრატებმა სხვა ფრაქციები მოატყუეს საპროპაგანდო კომისიის დაარსებით, რომლის დანიშნულება იყო, დამფუძნებელი კრების ყოველ წევრს, განურჩევლად ფრაქციისა, მოეწონებინა და დაედასტურებინა კრების მიერ მიღებული კანონი, თუკი კომისია გაუგზავნიდა. შენგელიას აზრით, ეს იყო მენშევიკების მიერ მცირე ფრაქციების დამორჩილებისა და თავის პროპაგანდისტებად გადაქცევის მცდელობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს სასამართლო სენატში უნდა განეხილათ გიგო, ივანე, მიხეილ და პარმენ აფხაიძეების საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 17-18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადასტურებული იყო ქუთაისის საგუბერნიო სამმართველოს 1918 წლის 13 ივლისის დადგენილება აფხაიძეების მამულის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს სასამართლო სენატში უნდა განეხილათ ეკატერინე ოდიშარია-ჩაჩავას საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადასტურებული იყო ქუთაისის საგუბერნიო სამმართველოს 1915 წლის 3-4 აგვისტოს დადგენილება ჩაჩავას მამულის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 თებერვალს სასამართლო სენატში უნდა განეხილათ მიწათმოქმედების სამინისტროს ქუთაისის განყოფილების იურისკონსულტანტის, ნაფიცი ვექილის, გიორგი კაპანაძის საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1919 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც შეჩერებული იყო შორაპნის სამაზრო ერობის მიწის მიმღები კომისიის განკარგულება აბდუშელიშვილების მამულის შესახებ სოფელ ბჟინევში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდე ოქროპირიძემ დამფუძებელი კრების ხელოვნების კომისიაში შეიტანა განცხადება მცხეთის საპატრიარქო ტაძრის დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის მოთხოვნით.

1920

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 5 თებერვლის გაზეთ „კომუნისტში“ რეჟისორმა ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავამ განაცხადა: „ფილმ „ქრისტინეზე“ მომუშავე ოპერატორი სრულიად უვიცი გამოდგა. ჩემი თხოვნა, ზოგიერთი რამ უფრო მსხვილად გადაეღო, უყურადღებოდ დასტოვა. ამაზე ჩვენ დიდი ჩხუბი მოგვივიდა და სოფელ აჭში ოპერატორი თავისი აპარატით მაღლობიდან ჩამოვაგორე“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 თებერვალს მარიამ ლუარსაბის ასულ ჩიკოიძეს საკუთარი ბინიდან (დუშეთის ქ. N31) გამოსვენებდნენ და წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა გიორგი ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას მისწერა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იმავე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად ვერა გიორგის ასული ავალიშვილი დანიშნეს. თუმცა, დანიშვნის დამამტკიცებელი საბუთები გიმნაზიის კანცელარიის საქმეებში არ აღმოჩნდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 თებერვალს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდ სიყვარულს უძღვნიდა მას, ძვირფასსა და საყვარელ ჯეიმსს, ენდისა და ნინოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ჯაგეტიანცი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ინჟინერ ბრაილოვსკის წერილი „სამრეწველოთა მოწყობის და გახსნის შესახებ საქართველოში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჯაბადარის მოხსენება „ჩვენი მატყლი და მისი გამოყენება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ჯაბადარმა მეცხვარეთა და მესაქონლეთა ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება „ჩვენი მატყლი და მისი გამოყენება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე დამფუძნებელ კრებას სთხოვდა სვეტიცხოვლის ტაძრის დაზიანებული სახურავის აღდგენას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების სამხატვრო კომისიამ მიიღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს განცხადება, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის სახურავი დაზიანებული იყო და წყალი ჩადიოდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობთა კავშირის საბჭომ გადაწყვიტა ახალგაზრდა მსახიობ გიორგი იშხნელის ცხედარი თბილისში გადმოესვენებინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგმებოდა ოპერა „ფაუსტი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-4 სომხური გიმნაზიის მასწავლებელი ვასილ დავითის ძე მამულოვი განათლების სამინისტრომ დანიშნა საქართველოში სომხური სასწავლებლების საოლქო ინსპექტორად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე (ვანო) ბარველი სოხუმის თეატრის მსახიობი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ვასილ ბარნოვის თხზულებათა გამოცემას, I ტომი გამოვიდოდა თებერვლის ბოლოს, მასში მოთავსებული იყო მოთხრობები: „ალუჩა“, „ყვავილებში“, „მეჩვენა“, „თებერას დანიშნული“, „ისნის ცისკარი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენელმა კლემენსმა თბილისში ჩეხთა ეროვნული საზოგადოების თავმჯდომარე იაროსლავ სვატოშს მისწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, თბილისში ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლად ვილეშ გრომადკო ჩამოვიდოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიამ შეიძინა ნიკო ნიკოლაძის 500 000 მან.ღირებულების ძვირფასი წიგნსაცავი ფოთში, სადაც გაიგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გაბრიელ ცისკარიშვილი და ბიბლიოთეკარი რომანოვი. წიგნსაცავი შეიცავდა 6 - 7 ათას ტომს. ამავე კომისიას გადაეცა კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის წიგნსაცავი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე კერენსკი პრაღაში დოქტორ კარელ კრამარჟთან ერთად რუსეთთთან ხელშეკრულების პირობების შემუშავებას აპირებდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოსე ფირანის ძე შენგელია იყო კარპე ფირანის ძე შენგელიას ძმა.