რეგისტრირებული ფაქტები89390
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ დეპეშა გაუგზავნა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრების შესახებ.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ გამოიკვლია საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრებისა და გასამართლების საქმე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ციხეებში აღმოჩენილი ნაკლოვანებების გამო რესპუბლიკის ციხეთა ინსპექტორმა ივანე იაშვილმა შემდეგი ზომების გატარება გადაწყვიტა: ავადმყოფი პატიმრები ცალკე საკნებში გადაიყვანეს; საპყრობილეებს მიეცათ საჭირო ნივთები - ლეიბები, საცვლები, ფეხსაცმელები და სხვ. ციხეებთან მოეწყო სახელოსნოები, რაც სახელმწიფო ხაზინას სარგებლობას მოუტანდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყება, რომ მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასულ ბილანიშვილს დაკრძალავენ 4 იანვარს სოფ. პატარძეულში, საგვარეულო სასაფლაოზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ისპაჰანური ხალიჩების ყიდვა 120 ფუნტი დაუჯდა, მაგრამ ექსპერტებმა ძალიან შეაქეს. მათი აზრით, იმდენად ძვირფასი იყო, მიწის ქვეშაც შეიძლებოდა მათი შენახვა. ვაჭარმა შეთანხმების გასაუქმებლად 25 ფუნტი შესთავაზა მას შემდეგ, რაც ხალიჩა იყიდა. ამანათი თებერვლის დასაწყისისთვის ჩაუვიდოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თბილისში დაბრუნებისას სახლი გაყინული დახვდა, რადგან წყლის სისტემა მოშლილიყო, თუმცა საღამოსთვის ყველაფერი შეკეთდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მისთვის მსოფლიოში უძვირფასესი გოგონა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს, დილის 10 საათზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციის წარმომადგენლებმა დამფუძნებელი კრების წევრების: ნიკო ნიკოლაძის და ალექსანდრე ასათიანის მეთაურობით საპყრობილეში მოინახულეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გაემგზავრა ლანჩხუთში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვარს ყვირილაში გაიხსნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია, რომლის მომხსენებლები იყვნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის პუბლიკაცია „ქიმერიონი“. ავტორი წერს ქართველი მწერლებისა და მხატვრების კლუბ „ქიმერიონის“ შესახებ, რომელიც მდებარეობდა ყოფილ რესტორან „ანონაში“. ის განიხილავს „ქიმერიონის“ შესანიშნავ გაფორმებას ქართველ მხატვართა ნამუშევრებით და ხელოვნების ტაძარს უწოდებს მას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ სროლის დროს დაიჭრა ცნობილი ყაჩაღი გოგია.

