საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89390

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომების გასწორება, რომლის მიხედვითაც „საქართველოს“ N 2-ში, დიმიტრი აფხაზის მოხსენებაში ნაცვლად „პირველი – ჩვენი ფულის დაბალი კურსია“ უნდა იყოს: „პირველი – ჩვენი ფულის დაბალი ღირებულებაა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს ყაჩაღებთან ბრძოლის დროს ყვარელთან დაიჭრა 3 გვარდიელი, მოკლეს ცნობილი ყაჩაღი ხმიადაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ კონფედერაციის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო ძალების ხელმძღვანელი ვალერიან ჯუღელი ადრე საოლქო ცენტრების კრებებზე ნოე რამიშვილს მოღალატედ მიიჩნევდა საქართველოს ეროვნული საბჭოს პოპულარიზაციის გამო.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მოქალაქე გვალია დაპატიმრებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის 1919 წლის 29 ნოემბრის ბრძანების დარღვევისთვის. მას აღმოაჩნდა 3 შაშხანა ტყვიებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დავით კასრაძე წერს, რომ ქართველ მწერალთა და მხატვართა კლუბი „ქიმერიონის“ კედლები გაფორმებული იყო გუდიაშვილის, სუდეიკინისა და სხვა მხატვრების ნამუშევრებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „პრავდაზე“ დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ახლო მომავალში საბჭოთა რუსეთში შედგებოდა ახალი მთავრობა, რომელშიც მენშევიკებიც შევიდოდნენ და შემდეგ საზავო პირობებს წაუყენებდნენ გენერალ დენიკინსა და ადმირალ კოლჩაკს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ოლღა ქურდიანი იუწყება, რომ ამავე დღეს, დილის 9 საათზე გაიმართებოდა დეკანოზ გიორგი პეტრიაშვილის გამოსვენება მიხეილის საავადმყოფოდან ნიკოლოზის ეკლესიაში, დაკრძალავდნენ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთში „საქართველო“ გ. გ. ბერიძე იუწყება, რომ ადგილობრივი გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ჩამოვიდა ფირმა „კოსმოს ტრედინგ კ-ო ლიმიტედის“ წარმომადგენელი კაპიტანი სკოტი, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან სკოტი არასდროს ყოფილა ფირმის წარმომადგენელი. ის თბილისში იმყოფებოდა როგორც კურიერი, საზოგადოების გამგეობისგან საჭირო დოკუმენტაციის მისთვის გადასაცემად. ინგლისის აქციონერული საზოგადოების „კოსმოს ლიმიტედის“ მთავარი ბიუროს მისამართი იყო ბარონის ქუჩა N15.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ლევან ჯანდიერს სწერდა აგრონომ ილიკოს შესახებ, რომელიც ცარსკოე სელოში ცხოვრობდა და ფერმის დირექტორი იყო, მან კონსული პირადად მოინახულა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსულის, ალექსანდრე ჩერქეზიშვილის ცნობები პეტროგრადში მყოფ ქართველთა შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სერგო ივანეს ძე ამაღლობლის (ფსევდონიმით „ეკონომისტი“) წერილი „ყურძნის ჭაჭის გამოხდა“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ და იოსებ ქურდიანებიმ ოლღა ქურდიანის ძმები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობაში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იუწყებოდა, რომ ციხეში ისხედნენ: ვლად. გაბაშვილი და ელ. სუხომლინოვა, მიხეილ ვარ. წერეთელი, კ. ციციშვილი, ნოდარ ჯანდიერი და თაფლო მენაბდე ერთი და იმავე საქმეზე, ხოლო კაცია (პავლე) მაჭავარიანს, რომელიც კომუნისტებში ჩაეწერა, ქურდობა ბრალდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს მელიტონ ბალანჩივაძეს, რომ მარ. ნიკ. წინანდებურად მსახურობდა, ხოლო მისი შვილი ბალეტის ცნობილი მოცეკვავე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს ნადია თარხნიშვილისას, რომ 2 500 მანეთი, რომელიც შმილკევიჩის ქალმა შათირ ნაცვლიშვილის ხელით გამოუგზავნა, ნაცვლიშვილის დაპატიმრების გამო თანხა კონსულს აქვს და ელის განკარგულებას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ჩერქეზიშვილი, რომელიც პეტროგრადში საქართველოს კონსული იყო, რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოს წარმომადგენლობის გაუქმების გამო თავის მოვალეობას აღარ ასრულებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსულის, ალექსანდრე ჩერქეზიშვილის ცნობები იქ მყოფი ქართველების შესახებ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ (ოსინკა) ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე ავალიშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვარს საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში თელავის განყოფილების მიერ დაბეჭდილი კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საგანგებო კომისიამ გახსნა. კომისიაში შედიოდნენ: ქართული მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი ალექსანდრე ახმეტელი, სამუსიკო კოლეგიის მდივანი ილია აბაშიძე, თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ციხისთავი, კომპოზიტორის მეგობრები – დავით პავლიაშვილი და ივანე ბიწკინაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებს კატო ჩოლოყაშვილისას, რომ მისი ორი ყუთი და ბოხჩა, რომლებიც კონსულთან იყო დატოვებული, დაწვეს მთელ სამზარეულოსთან ერთად მსახურის ქოლერით ავადმყოფობის გამო, რომელიც ვერ გადარჩა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სარდიონ წერეთელი იყო ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთლის შვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამავე წლის ყოველკვირეული ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ N1-ში მოთავსებულია სურათები – კარლო ჩხეიძე ნოე ჟორდანიას საქართველოს განთავისუფლებას ულოცავს ბახმაროში, ასევე სახლი, სადაც ნოე ჟორდანია დაიბადა და სხვ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტარიელ წერეთელი იყო ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთლის შვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზურაბ წერეთელი იყო ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთლის შვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე წერეთელი იყო ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთლის შვილი.