რეგისტრირებული ფაქტები88876
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი აფხაზი ეწვია მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და პალატის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე, ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ექვთიმე თაყაიშვილი, მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე. ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ექვთიმე თაყაიშვილი. მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე. სხდომის დადგენილებით, მთავრობის სასახლის თავზე უნდა აღმართულიყო ქართული ეროვნული დროშა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე; ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ექვთიმე თაყაიშვილი. მდივანი – კონსტანტინე ჯაფარიძე. სხდომაზე მოისმინეს მთავრობის განცხადება უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ზეიმზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს ნოე რამიშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ და ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა.
1920
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გამართულ დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომას მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო ოლივერ უორდროპის მიერ გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ საბერძნეთის დიპლომატიური მისიის უფროსი მოადგილე, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატი, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი, აზერბაიჯანის და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სპექტაკლში „გუშინდელნი“ მონაწილეობდნენ: ვასილ აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვასილ არაბიძე, სუზანა ბეჟანიშვილი, მიხეილ გელოვანი, აკაკი ვასაძე, იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ლორთქიფანიძე, ანდრია მურუსიძე, მიხეილ სარაული, პავლე ფრანგიშვილი, ანეტა ქიქოძე, ოლიმპიადა ღოღობერიძე, ელენე ციმაკურიძე, ნინო ჩხეიძე, მიხეილ ჭიაურელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „ფრა-დიავოლო“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, იუბილე გამართულიყო 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე მოწვეულ მწერლებსა და კრიტიკოსებს დაევალათ 15 თებერვლისთვის იუბილარის შესახებ მოხსენებებისა და წერილების მომზადება.

