საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88876

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მოხსენებები ადგილიდან წაიკითხეს: შაქრო ბეგიაშვილმა, ვასო ალუღიშვილმა (ქიზიყი), გიგაურმა და ლ. ლიქოკელმა (ხევსურეთი), ალექსანდრე კუჩენბახმა, კ. სვიმონიშვილმა, გერმანელმა შალინმა (ბორჩალო), პავლე ბეწუკლაშვილმა (ფშავი), ბუჩხიოვმა (ნეიტრალური ზონა). მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მეცხვარეობა-მესაქონლეობა უმწეო მდგომარეობაში იყო და მთავრობისგან ყურადღება არ ექცეოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს, დილის 7 საათზე სამინისტროთა ახალ შენობაში (ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობა) გაჩნდა ხანძარი, სადაც მალე მოვიდნენ გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მომხსენებელი შალვა ქარუმიძე ითხოვდა მწყემსებისათვის შეღავათების მიცემას სამხედრო ბეგარაში გაწვევის დროს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს დიმიტრი ივანეს ძე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 იანვარს ადელაიდა ზაქარიას ასული ისარლიშვილისას ქართველ კათოლიკეთა ეკლესიიდან (კათოლიკების ქ. N4) გამოასვენებდნენ და სოლოლაკის კათოლიკეების სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის სხდომაზე სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ გაიზიარა დიმიტრი აფხაზის მოხსენებათა დებულებები და შესაბამისი რეზოლუციისთვის პრეზიდიუმს გადასცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება მწყემსობისა და სამხედრო ბეგარის შესახებ სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომაზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ცქიტიშვილი იყო გემ „ჭოროხის“ კომანდირი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს ზესტაფონში გაიმართა დამფუძნებელი კრება ზესტაფონის სახალხო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რომელზეც მოხსენება წაიკითხა კონსტანტინე ანთაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ჩიჩერინმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის ნოტა გაუგზავნა. ჩიჩერინის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის 14 იანვრის რადიოტელეგრამა არ შეიცავდა პირდაპირ პასუხს იმ წინადადებაზე, რომელიც შეეხებოდა დენიკინის წინააღმდეგ საერთო მოქმედებისთვის რუსეთისა და აზერბაიჯანის სარდლობათა შორის კავშირის შეკვრას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბორჩალოს სამაზრო ერობამ ამავე მაზრის მომრიგებელ მოსამართლეებად აირჩია და სენატმაც დაამტკიცა: ნ. ელიოზიშვილი, ანტონ ხუციშვილი, პ. აკოფაშვილი, ტატოსოვი და დალაქიშვილი. ამის მიხედვით მაზრა დაჰყვეს 5 სამომრიგებლო უბნად: სარვანის, შულავერის, ეკატერინფელდის, ბაშკიჩეტისა და წალკის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით საქართველოდან გააძევეს გრიგორ ჩალხუშიანი. მას საქართველოს საზღვრები 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა. პალატის წინადადებით, თბილისში, მეჟევოის ქუჩაზე (N29) გაიხსნა ინჟინერ ბოგატინის ფაბრიკა, რომელიც მოსწავლეებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა ( გლობუსებს, კუბიკებს ასოებით, ადამიანთა და ცხოველთა აგებულების ნაწილებს და სხვ.). სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამგეობას სთხოვდა, შეკვეთებით მხარი დაეჭირა ამ ახლად დაწყებული საქმისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარებოდა ფაბრიკას და მასწავლებლებს სთხოვა წარმოედგინათ სკოლებში საჭირო ნივთების სია. ხელს აწერდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პროფესორ იასონ მოსეშვილის თხოვნა წიგნსაცავიდან ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის ხელნაწერი წიგნების სახლში წასაკითხად გატანების შესახებ. გამგეობამ ნება დართო, არსებული წესების მიხედვით ესარგებლა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე არაბიძის განცხადება. ის გამგეობას სთხოვდა, ეთანამშრომლათ და საკუთარი გამოცემები გაეცვალათ. გამგეობის დადგენილებით არაბიძის წინადადება უარყვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნავთლუღის ბიბლიოთეკა და მასთან არსებული სამკითხველო ბოლო ოთხი თვე დაკეტილი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზოგიერთ წიგნზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმს დაევალა, საკუთარი შეხედულებისამებრ მოემატებინა ზოგიერთი წიგნის ფასი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ წიგნების გამომცემლობის ხელმძღვანელის, თევდორე კიკვაძის წინადადება საზოგადოების გამოცემათა დასასურათებლად მხატვრის მიწვევის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის რწმუნებულის, ოლგა აგლაძის თხოვნა საზოგადოების გამოცემების ბიბლიოთეკისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა გადაიდო.