საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას გიორგო ლეონიძე სთხოვს ვეფხისტყაოსნის კლიშეებს ქართველი პოეტების კრებულისთვის. გამგეობამ დაადგინა, მცირე ხნით მიეცა ლეონიძისთვის კლიშეები ნაწილ-ნაწილ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ლეონ მელიქსეთ-ბეგი აუწყებს, რომ ერთ თვეში მან ვერ მოასწრო წიგნსაცავიდან წაღებული ტექსტის „სომხური კანონები“ გადაწერა და კიდევ ერთი თვის ვადას ითხოვს. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომართელი აუწყებს, რომ დროის უქონლობის გამო მას არ ძალუძს შეასრულოს თავმჯდომარის ამხანაგისა და გამგეობის წევრის მოვალეობა. გამგეობამ გადაწყვიტა, მოეწვია ახალი კანდიდატი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების საქმეთა შესახებ. გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა გაერკვია საზოგადოებისა და განათლების კომისარიატის ურთიერთობის საკითხი. პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა საზოგადოების სამოქმედო გეგმა. მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით დოკუმენტი დასკვნისთვის განათლების კომისარს გაუგზავნეს.

1921

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1921 წლის 27 ოქტომბრის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსონ გრიგოლის ძე კოპინაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სამსონ კოპინაშვილმა გამგეობას კავკავის ქართულ სკოლაში მასწავლებლის ადგილი სთხოვა. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, დავით ონიაშვილი, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 ოქტომბერს ალექსანდრე მგელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას მისწერა და შვილის სწავლის დაფინანსება სთხოვა. დავით მგელაძეს სურდა, გემთმშენებლობას ან თეთრი ნახშირის მოპოვების ტექნიკას დაუფლებოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე თბილისში ჩატარებული მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიის დამფუძნებელი ყრილობის თავმჯდომარე იაკობ ფანცხავა იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვასილ ბაროვს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის ნოემბერში საქართველოს სსრ რევოლუციურმა კომიტეტმა თენგიზ ჟღენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შეიყვანა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში თედო ღლონტი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დროებითი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის ნოემბერში სილოვან ხუნდაძე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის მდივანი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის ნოემბერში ალექსი ალექსანდრეს ძე გეგეჭკორი ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ნოემბერს ბაქოში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პლენუმმა ვიაჩესლავ მიხაილის ძე მოლოტოვის მონაწილეობით ერთხმად მიიღო დადგენილება ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ნოემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს თათბირზე შალვა ელიავას ხელმძღვანელობით გამოყვეს კომისია, რომელსაც ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამოკავშირეო საბჭოს კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაევალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და ალექსანდრე მიასნიკოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დადგინდა საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვარი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 ნოემბერს სერგო ორჯონიკიძემ რკპ ცენტრალურ კომიტეტს აცნობა, რომ კავბიუროს პლენუმმა მიიღო დადგენილება ამიერკავკასიის ფერდერაციის შექმნის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბუდუ მდივანი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს მიხეილ ოკუჯავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილის თავმჯდომარეობით გამართა თათბირი ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს სერგო ორჯონიკიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ პლენუმს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ღამბაროვი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ლევან დავითის ძე ღოღობერიძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მიერ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ თათბირს დაესწრო.