საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81452

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის აგვისტოს ბოლოს ტიმოთე სახოკიამ შვილი მარტვილში ჩაიყვანა და იქაურ საწავლებელში წარადგინა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის სექტემბრიდან თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი თავისი პანსიონით სახელმწიფოს ხარჯზე აღსაზრდელ მოსწავლეთათვის. სასწავლებლის გახსნისთვის თელავში მოღვაწე სასულიერო პირებმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს საჭირო თანხა, რაც სასწავლებლის ზედამხედველ ნიკოლოზ მთვარელიშვილის დამსახურება იყო.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ დაიბეჭდა ილიას შემდეგი ლექსები: „გაზაფხული“, „გუთნისდედა“, „მძინარე ყმაწვილს“, „სიმღერა ამხანაგებისა“, „სიყვარული მამულისადმი“, „ქართვლის დედას“, „ჩიტი“ და ნაწყვეტები ეპიკური თხზულებებიდან: „აჩრდილი“ (V თავი), „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ 1877 წლის პირველი იანვრიდან გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება მისცა.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის 28 სექტემბერს ნი­კორ­წმინ­დის წმ. ნი­კო­ლო­ზის, თლუ­ღის წმ. გი­ორ­გისა და ღების მთავარანგელოზის ეკლესიების მღვდელ­ი რომანოზ ნიკოლოზის ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წლის 3 ოქტომბერს პერევისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგის ძე დევიძე გარდაიცვალა.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის 20 ოქტომბერს ღვარდიას (ზედა) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი ეგნატე ლაზარეს ძე ვაწაძე გარდაიცვალა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის ნოემბერში მარი ბროსემ „კაცია-ადამიანი?!“ თარგმნა ფრანგულად.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის ნოემბერში ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა და ჩორ­ჯოს წმ. სა­მე­ბის ეკლესიების მღვდელი თედორე მათეს ძე კაციტაძე გარდაიცვალა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში თედო სახოკიამ პირველად მისწერა წერილი ქართულ ენაზე მამას.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის ნოემბერში მარტვილიდან ქართულად მიწერილ წერილში თედო სახოკია სწავლაში თავისი წარმატებების შესახებ ატყობინებდა მამას და ასევე სამი აბაზის გამოგზავნას სთხოვდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 დეკემბერს ცენზურამ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი შექსპირის „მეფე ლირის“ წიგნად გამოცემის ნებართვა გასცა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ვაჭარმა აბგარ იოანესიანმა შეისყიდა ი. ივანოვის ბიბლიოთეკა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ გასცა ვალის სარგებელი 65 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ მათ სასარგებლოდ შემოტანილი თანხა, 35 მანეთი, დახარჯა. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სამმართველოს ხარჯი 23 მანეთი და 30 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველ ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 2769 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის სათადარიგო თანხა 19 მანეთი და 7 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები – დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობამ ვალად აიღო 1000 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის სასარგებლოდ მიღებული თანხა 479 მანეთი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დროულად გადაუხდელი საპროცენტო თანხის გამო ჯარიმის სახით შემოუვიდა 6 მანეთი და 19 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დაუბრუნეს სესხად აღებული თანხა 156 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრნი: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას დაუბრუნეს სესხად აღებული თანხა 1017 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: დავით ნანუკოვი და მინა გიორგობიანი.