საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს შიო იოსავასთან სახლობის დროს თედო სახოკია მასთან დიაკვნად მსახურობდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიამ რუსული ლოცვები და გალობა იცოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია შიო იოსავას გლეხებთან სუფრის საკურთხებლად ხშირად დაჰყავდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს შიო იოსავასთან ცხოვრების პერიოდში თედო სახოკიასთვის ქართული არავის უსწავლებია.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკიას ოჯახი რუსეთ-ოსმალეთის ომს სოხუმიდან სამეგრელოში გამოექცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომს გამოქცეულმა თედო სახოკიას ოჯახმა თედოს ბიძასთან, ექვთიმე კუკავასთან შეაფარა თავი.

1876

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1876 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ბებიის ძმა, შიო იოსავა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს შიო იოსავა იყო მღვდელი ხეთაში.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წლამდე გიორგი კუკავა იყო სოფელ ხეთის ეკლესიის მღვდელი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს რუსეთ-ოსმალეთს ომის დაწყების შემდეგ თავის შვილებთან ერთად დაბრუნდა სოხუმიდან ხეთაში თედო სახოკიას მამაც. ფოთამდე თედოს ოჯახმა იმგზავნრა გემით „მახვილი“. იქიდან პატარა ორთქმავლით „ბაბუშკა“ მდინარე რიონით ძველ ქალაქ ფოთში წამოვიდნენ. ფოთიდან მატარებლით მივიდნენ სენაკამდე, ხოლო იქიდან კი ფურგონით − თედოს დედულეთში, სოფელ ხეთაში.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკას ასწავლიდა ნიკო მაღრაძე.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას იაკობ ფანცხავას ნიკო მაღრაძე ასწავლიდა არითმეტიკას.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას რუსულს ასწავლიდა ივანე გაფრინდაშვილი.

1876

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებელ ივანე გაფრინდაშვილს აზრის გადმოცემა უჭირდა იმის გამო, რომ ქართული კარგად არ იცოდა და რუსულ სიტყვებს იყენებდა საუბარში.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებლობის პარალელურად ივანე გაფრინდაშვილი სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწეც იყო.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკია პაპამის შიო იოსავასთან სახლობის დროს, ოჯახს წვრილ საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენა“.

1876

ტიპი: ავტორობა

1876-1885 წლების თავგადასავალი ბერტა კინსკმა თავის მონოგრაფიაში „Es Lowos“ აღწერა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს კარლა სენერა აფხაზეთში იმყოფებოდა და დაწვრილებით აღწერა იქ მოგზაურობის საინტერესო დეტალები.

1876

ტიპი: ღონისძიება

კარლა სენერამ სქართველო 1876-1878 და 1881 წლებში მოინახულა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლიდან 1885 წლამდე ბერტა კინსკი საქართველოში ცხოვრობდა.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის 10 იანვარს ხონ­ჭი­ო­რის (მეორე) ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ეკლესიის მღვდელი გიორგი მარკოზის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის თებერვლის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების დასახმარებლად ფული შეაგროვა და ალექსანდრე ცაგარელს გაუგზავნა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის მარტის დასაწყისში გაზეთ „დროების“ ათი წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სადილზე ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ გაზეთს თანამშრომლობა აღუთქვეს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „დროების“ დაარსების ათი წლისთავზე ილია ჭავჭავაძემ, სერგეი მესხმა, აკაკი წერეთელმა და ნიკო ნიკოლაძემ „დროების“ რედაქციის ახალ პირობას მოაწერეს ხელი.