საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 17 მარტს, 12 საათზე, ისიდორე პერტაიას გამომძიებელმა ტოლსტოვმა სოხუმის ჩაკაში ორი ჩეკისტის დახმარებით „დაკითხვის“ დროს სცემა. სამ ადგილას და შუბლზე ეტყობოდა შრამები.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე, გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 29 მარტს მაქსიმე ფოცხიშვილი დააპატიმრეს და დაამწყვდიეს სოხუმის ჩეკას ცინკით ამოჭედილ პატარა საკანში, რომელშიც მიუშვეს წყალი და იქ ჰყავდათ რამდენიმე დღე, შემდეგ გამოიყვანეს და სცემეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 30 მარტს ჭიათურელი მუშა-მექანიკოსი, სოციალ-დემოკრატი ტარიელ აბდუშელიშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 30 მარტს, ვადის გასვლის შემდეგ, რუსეთში გადაასახლეს დაშნაკი არმენაკა სარქისიანცი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში მუშა გიორგი ცქიფურიშვილი რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში პოლიტპატიმარი, მეჩექმე ტრიფონ სამხარაძე რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში სტუდენტი ვლადიმეს მოსიძე რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აპრილში გრიგოლ გუგუშვილი რუსეთში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 2 აპრილს სოხუმში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი დიდი საღამო.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 27 აპრილს უპარტიო პრასკოვია სანაძე სოლოვკაში გადაასახლეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 27 აპრილს იაროსლავის იზოლატორში გაგზავნეს დაავადმყოფებული სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე კალანდარიშვილი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 25 მაისს სოციალ-დემოკრატი მარიამ დათუნაიშვილი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 25 მაისს მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს სოციალ-დემოკრატი ეკატერინე ჭანტურია.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი მჭედლიშვილი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის ივნისში ჩეკამ გაუსამართლებლად დახვრიტა სამხედრო სკოლის კურსანტი ინწკირველი. მასთან ერთად დახვრიტეს 4 პირი, რომელთა ვინაობა უცნობია.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 2 ივნისს მეორე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ვლადიმერ ხავთასი არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატი სიმონ ცხონდია არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სევერიანე ჭყონია არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 4 ივნისს მუსავატელმა გიულ ახმედოვმა შიმშილობა გამოაცხადა, ითხოვდა ბრალდების წაყენებას. 8 დღე გავიდა, მაგრამ არავინ არაფერს ეუბნებოდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 5 ივნისს პოლიტიკური პატიმარი, სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ბორჩხაძე მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 5 ივნისს პოლიტიკური ტუსაღი, სოციალ-დემოკრატი დომენტი მუხაშავრია მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 5 ივნისს პოლიტიკური ტუსაღი არტემ მეგრელიძე მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 5 ივნისს პოლიტიკური პატიმარი იოანე მარი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის 5 ივნისს პოლიტიკური პატიმარი, სოციალ-დემოკრატი ივანე მანჯგალაძე მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.