რეგისტრირებული ფაქტები89575
სორტირება თარიღი მზარდობით
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1948 წლებში გიორგი გაბუნია იყო სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი, დირექტორი და რეჟისორი.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1940 წლებში კლავდია დევდარიანი მუშაობდა რედაქცია „საბჭოთა მწერლის” კორექტორად თბილისში.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს არჩილ ჩაჩიბაია მუშაობდა სახალხო განათლების განყოფილების მეთოდისტად.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1940 წლებში ვლადიმერ გოლოევი ახალგორის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორი იყო.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1941 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე ჟურნალ „ოქტომბრელის” რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი იყო თბილისში.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
1937
ტიპი: ორგანიზაცია
1937 წელს ივანე მაჭავარიანი საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში გაწევრიანდა.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს, გიორგი მაზნიაშვილის დახვრეტის შემდეგ, მის ოჯახს სახლ-კარი და მამულები ჩამოართვეს.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს საქართველოს მწერალთა კავშირში შესვლამდე ივანე მაჭავარიანი არც ერთ ლიტერატურულ ორგანიზაციაში არ ირიცხებოდა.
1937
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი ეროვნებით იყო ქართველი.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი იყო ბელეტრისტი.
1937
ტიპი: ორგანიზაცია
1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, ნინო ყიფიანი იყო უპარტიო.

