საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91459

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მოწაფეები და სტუდენტები, სოციალ-დემოკრატები, ყველანი – მშრომელთა შვილები: კოლია სარალიძე, ვანო ფხალაძე, მიშა ჯაჯანიძე, თენგიზ ჯაფარიძე და სხვ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მოწაფეები და სტუდენტები, სოციალ-დემოკრატები, ყველანი – მშრომელთა შვილები: ჭუკია კოკაიშვილი, რაჟდენ ლოსაბერიძე, სოციალ-ფედერალისტი გრიშა კეკელიძე, ჭუნია იაშვილი.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძე დაიბადა სოფ. გუნდაეთში (შორაპნის მაზრა).

1927

ტიპი: განათლება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძემ დაამთავრა ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელი.

1927

ტიპი: ორგანიზაცია

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძე სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჭიათურის მუშათა მოძრაობის ზეგავლენით მალე სოციალ-დემოკრატი გახდა და პარტიაში დაიწყო მუშაობა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძე, რესპუბლიკის ფოსტა-ტელეგრაფის კავშირის ხელმძღვანელი, გრძნობდა, რომ ვიწრო პარტიულობა მის პოსტზე არ გამოდგებოდა და ყურადღებას იჩენდა მოწინააღმდეგეთა მიმართ. ოპოზიციური ელემენტებიც პატივს სცემდნენ. ამ კავშირმა დიდი სამსახური გაუწია ნორჩ რესპუბლიკას.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მასწავლებლები, სოციალ-დემოკრატები: ძმები სერაპიონ მაჭარაშვილი და ვალიკო მაჭარაშვილი, ალექსანდრე მაჭარაშვილი, კონსტანტინე უგლავა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძე კომუნისტთა პირველ „თავისუფალ“ ყრილობაზე გამოსვლის შემდეგ მიყრუებულ სოფელში გაგზავნეს კანტორის გამგედ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძე აჯანყების დღეებში შეიპყრეს და მოკლეს. დარჩა ცოლ-შვილი უპატრონოდ.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მრეწველები, ეროვნულ-დემოკრატები: ნესტორ წერეთელი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერი სანდრო წერეთელი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძემ შეძლო მანდატის მიღება კომუნისტთა ეგრეთ წოდებულ პირველ „თავისუფალ“ ყრილობაზე და ისტორიული სიტყვა წაიკითხა, გააკრიტიკა მტრის საქმიანობა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძის სიტყვამ კომუნისტთა პირველ ყრილობაზე კომუნისტები საშინლად აღაშფოთა, ყველა მოელოდა მის დაპატიმრებას, მაგრამ გადარჩა. გააკრიტიკეს თვით სერგო ორჯონიკიძემ და კიროვმა, რომელმაც განცვიფრება გამოხატა, რომ ასეთი აშკარა მენშევიკი და კონტრევოლუციონერი თავისუფლად დადიოდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, ამბროსი გაჩეჩილაძე შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილთან ერთად 10 თვე იჯდა მეტეხის ციხეში.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „დამოუკიდებლობის სადარაჯოზე“ მიხედვით, დოსიფე გაჩეჩილაძეს სავარაუდოდ თბილისში მოუღეს ბოლო.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „საქართველოს ვითარება“ (ჩვენი კორესპონდენტის ცნობა საქართველოდან) ცნობით, ამ წლის დამდეგიდან მასობრივად იჭერდნენ ახალგაზრდებს გურიაში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში, და ცეკასა და ციხეში განსაკუთრებით აწამებდნენ ახალგაზრდებს, ერთი მათგანი, კიკვაძე ცემისგან ჭკუაზე შეიშალა და საავადმყოფოში იყო.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ნიკუშა წერეთელი, გოლა იოსელიანი, შალიკო ჯუღელი, გიორგი რობაქიძე.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი: სოციალ-ფედერალისტი ლავრენტი მასხარაშვილი, უპარტიონი – გიორგი წერეთელი, კიმოთე მოდებაძე, ლავრენტი ხვედელიძე.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას მოწინავე „29 აგვისტო“ რომელიც ეძღვნება აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ აგვისტოს აჯანყების სამი წლისთავისადმი მიძღვნილ მოწინავეში ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ, მართალია, გაჟლიტეს ძველი მებრძოლები – ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, გოგიტა ფაღავა, ვასო ნოდია და სხვა ათასები – მაგრამ ვერ ჩაკლეს ერის განთავისუფლების იდეა.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „კომუნისტში“ აბჰესის განვითარების შესახებ ჰესის სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარის − სამსონ მამულიას მოხსენება გამოქვეყნდა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს სამსონ მამულია იყო აბაშის სამაზრო პარტკომის მდივანი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: სპირიდონ თოდრია, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ილია ზურაბიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, რაჟდენ დუმბაძე, იაკობ ნიკოლაძე, კონსტანტინე მარჯანიშვილი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: ვ. რუხაძე, ს. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა , პ. იაშვილი, დ.შენგელაია, კ. ლორთქიფანიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. თავაძე, ვ. ბარნოვი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმთა სხდომა შედგა, რომელზეც კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის შემადგენლობა აირჩიეს. კომიტეტის წევრები იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლელი ჯაფარიძე, ლეო ქიაჩელი, სანდრო შანშიაშვილი, დავით კლდიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, არისტო ჭუმბაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, შალვა აფხაიძე და აკაკი ფაღავა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს საქართველოს ალკკ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრები იყვნენ: ბუჯიაშვილი, სილაძე, მ. გობეჩია, გ. ჯავახაძე, ს. ჭანკვეტაძე, ტ. ნესტოროვი, მ. აზარაშვილი, ს. არუთინოვი, მ. გელაძე, ვ. ჟღენტი.