რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება თარიღი მზარდობით
1927
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის 1-ელ სექტემბერს სიმონ წვერავა დანიშნეს თბილისის მე-7 საშუალო შრომის სკოლაში საზოგადოებათა მეცნიერების მასწავლებლად და მეცხრე კლასის დამრიგებლად.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის სექტემბერში ჩეკას ციხის ტუსაღი ვასილ დავითაშვილი სოლოვკაში გადაასახლეს.
1927
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – დაწესებულებათა მოსამსახურენი, სოციალ-დემოკრატები: ბიქტორ მელიქოვი, ვანო ჩხენკელი, ვალოდია ჯორბენაძე და სხვ.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წლის სექტემბრიდან გიორგი არჯევანიძე ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1927
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1927 წლის ოქტომბერში ტიციან ტაბიძემ ნიკოლო მიწიშვილს ქობულეთიდან მისწერა და სთხოვა, ყურადღება მიექცია, რომ მისი წერილი ვაჟა ფშაველას შესახებ უშეცდომოდ დაბეჭდილიყო.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 10 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელი უგზავნის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. იგი მადლობას უხდის საფრანგეთის პრეზიდენტს სადილზე მიპატიჟებისთვის, რომელსაც სიამოვნებით ეწვევა 20 ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ წეულებას ვერ დაესწრება მისი მეუღლე.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან პანამის რესპუბლიკის მინისტრს და მის მეუღლეს მენდეს პერეირას 3 ნოემბერს პანამის ეროვნულ დღესასწაულზე მიწვევისთვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის წერილს უგზავნიან არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და მის მეუღლეს ალვარეს დე ტოლედოს მიღებაზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართებოდა. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, მისი მეუღლე კი ვერ დაესწრება.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ნოემბერში ელენე ლომაძეს ქუნთრუშა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ნოემბერში ყოფილი გვარდიელი ვარლამა გელაშვილი საგარეჯოში დააპატიმრეს და ვაჭრის გაძარცვა დააბრალეს. საგარეჯოს ჩეკას თავმჯდომარემ, ლომიძემ დაუზოგავად აწამა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ნოემბერში საგარეჯოში დაპატიმრებული ვარლამა გელაშვილი რამდენიმე თვე ბნელ სარდაფში ჰყავდათ და გამუდმებით სცემდნენ ჯოხით, რევოლვერითა და თოფის ზუმპით, უწყობდნენ დახვრეტის სიმულაციას. პატიმრები ცალ-ცალკე გაჰყავდათ და შესაშინებლად ესროდნენ, მეორეს კი სროლის ხმას ასმენინებდნენ, სისხლიან ხალათს აჩვენებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მისი ამხანაგი დახვრიტეს და, თუ არ გამოტყდებოდა, იგივე ელოდა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ნოემბერში ყოფილი გვარდიელი თედო ხატიაშვილი საგარეჯოში ვაჭრის გაძარცვის ბრალდებით დააპატიმრეს. საგარეჯოს ჩეკას თავმჯდომარემ, ლომიძემ დაუზოგავად აწამა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ნოემბერში დაჭერილი თედო ხატიაშვილი რამდენიმე თვე ბნელ სარდაფში ჰყავდათ, სცემდნენ, უწყობდნენ დახვრეტის სიმულაციას. პატიმრები ცალ-ცალკე გაჰყავდათ და შესაშინებლად ესროდნენ, სხვებს კი სროლის ხმას ასმენინებდნენ, სისხლიან ხალათს აჩვენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი ამხანაგი დახვრიტეს და, თუ არ გამოტყდებოდა, მასაც დახვრეტდნენ.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, ვარლამა გელაშვილი, მიუხედავად ჩეკაში წამებისა, თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ერთი თვის წინ თავს დაესხნენ არალეგალურად მცხოვრებ სტუდენტ გრიშა ნიკოლაიშვილს, რომელმაც გაქცევა სცადა, იცოდნენ, რომ უიარაღო იყო, მაგრამ ზალპი მისცეს და 4 მძიმე ჭრილობა მიაყენეს. ცოცხალ-მკვდარი წაიღეს.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბერში სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის საკლუბო კომისიის დირექტორი სოლომონ ახვლედიანი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლა.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წლის დეკემბერში პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს იოსებ სტალინი, ალექსეი რიკოვი, მიხეილ კალინინი, ნიკოლაი ბუხარინი, იან ერნესტის ძე რუძუტაკი, კლიმ ვოროშილოვი, ანასტას ოვანესის ძე მიქოიანი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, სერგო ორჯონიკიძე, მიხეილ ტომსკი, ულგანოვი, ემელიან იაროსლავსკი, სტანისლავ კოსიორი, ვიაჩესლავ მენჟინსკი.
1927
ტიპი: ღონისძიება
1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა, ახალგაზრდა მარქსისტს, ვასილ დავითაშვილს გამომძიებლებმა ალინინმა და კუშჩევმა დაპატიმრების დროს ქუჩაში სცემეს, ორ ადგილზე გაუტეხეს თავი და დასისხლიანებული, გრძნობადაკარგული მიიტანეს ჩეკაში, გრძნობაზე რომ მოვიდა, კიდევ სცემეს და ჩასვეს სარდაფში;
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, მუშა ვასილ დავითაშვილს ჩეკაში ორი თვის განმავლობაში დასაკითხად ყოველი გამოძახების დროს სცემდნენ გამომძიებელები: ალინინი, კუშჩევი, ნაზაროვი, თოდუა და სხვ. ალინინი სახეში აფურთხებდა. ცემისგან გახეთქილი ჰქონდა ყურის აპკი.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ ცნობით, უპარტიო მასწავლებელი იოსებ ჟვანია ქუთაისის ჩეკაში აწამეს, ფეხებით ჰკიდებდნენ, თოფის ზუმპით სცემეს.

