რეგისტრირებული ფაქტები88391
სორტირება თარიღი მზარდობით
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მაზრის საზოგადოების 15 სკოლაში 517 მოსწავლე სწავლობდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ოზურგეთის მაზრის საზოგადოების სკოლებში 1097 მოსწავლე სწავლობდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია რ. ერისთავმა საზოგადოებას მის მიერვე შედგენილი 550 ეგზემპლარი „სქემა გრამატიკისა“ და 900 „ქართული გამოცანების კრებული“ აჩუქა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8 დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკიმ საზოგადოებას ერთი დუჟინი (თორმეტი ცალი ერთგვარი საგანი) ვენის სკამები აჩუქა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ „ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი გამოცემული ასი ტრანსპარანტი აჩუქა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟურნალ „ივერიის“ რედაქციამ საზოგადოებას 1882 წლის 200 ცალი ეგზემპლარი აჩუქა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა საზოგადოებას 30 ცალი ბროშურა „სტეფენსონი“ და 30 ცალი მიხეილ თუმანიშვილის თხზულებანი აჩუქა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები ჩააბარა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილმა და მისმა მეგობრებმა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში მისაღები პირველი გამოცდა ვერ ჩააბარეს.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის აგვისტოში ივანე იოსების ძე ბაქრაძე ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა და ამ სკოლაში 24 წელი იმუშავა.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 10 აგვისტოს ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე ჯაოშვილი გარდაიცვალა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბესარიონ ჭილაძე დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშნა.

