საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91163

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალი ვ. ი. იანოვსკი ქალაქ ჩერნომორკიდან ჩამოსულმა თანამშრომლებმა ქუთაისიდან გააცილეს სხვა სამსახურში. იანოვსკიმ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის. იგი ვაგონში ხელით შეიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი კავკასიის ოლქის ინტენდანტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი გენერალ-ლეიტენანტი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თეიმურაზის ასული გედევანოვის სახლი, რომელიც ბარიატინსკის ქუჩაზე მდებარეობდა, დაზიანებული იყო და პოლიციამ ქალაქის გამგეობას სთხოვა შეემოწმებინა რამდენად უსაფრთხო იყო საცხოვრებლად.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 13 მარტს იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი თავისივე თხოვნის საფუძველზე თბილისის სასულიერო სასწავლებლიდან დაითხოვეს. მას ყოფაქცევაში 4-იანი დაუწერეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის არუთინოვი ქაზახის მაზრაში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 14 მარტს მოსკოვში გაიმართა არქელოგიური საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო პ. ს. უვაროვისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 მარტს მოსკოვში არქეოლოგიური საზოგადოების კრების წევრებს პ. ს. უვაროვისამ აცნობა, რომ იმპერატორმა მათ 15 000 მანეთი შესწირა ჩრდილოეთ რუსეთსა და კავკასიაში არქეოლოგიური სამუშაოების ხელშესაწყობად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 13 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ისევ აღმოსავლეთის საქმის გამო“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გურამიშვილისა სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის რწმუნებული ჩიქოვანი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მირზოევი სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლაძეს სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაალ გურამიშვილი სოფელ ქვემო ავჭალაში მიწის ნაკვეთს ფლობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩიქოვანმა თბილისის გამგეობის მინდობილობით ქალაქში წყლის გასაყვანად სოფელ ქვემო ავჭალაში ზაალ გურამიშვილის, ნიკოლაძის, გურამიშვილისა და მირზოევის 15 ნაჭერი მიწა შეისყიდა 12 550 მანეთად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩიქოვანი კერძო ვექილი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით, სუმბათ ლაზარევი თბილისის სასამართლო პალატის თანამშრომლად დაინიშნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 14 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის Мир და სოფლის მამულები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა ფშაველას ლექსი „სიმღერა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ივანე აკოფოვი სახლის გაძარცვაში ადანაშაულებდა აზნაურ კონსტანტინე კობახიძესა და დიმიტრი ხუციევს, რომლებიც პოლიციის მე-5 განყოფილებაში იყვნენ დაბარებულები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 მარტს, დილის 7 საათზე, ივანე აკოფოვი გაძარცვეს, სახლიდან გაიტანეს 700 მანეთის ღირებულების ოქროს, ალმასისა და ფირუზის სამი ბეჭედი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე კობახიძე იყო აზნაური.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 16 მარტს, 24:00 საათზე, მძარცველები თავს დაესხნენ ოჰაჯანოვის სახლს და მოკლეს ოჯახის დამხმარე, დაჭრეს მზარეულის დამხმარე ხეჩატურა მიხითაროვი. მომხდარს იძიებდა თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 16 მარტიდან მთავარმართებლობის განკარგულებით ივანე დავიდოვი სტავროპოლის სატელეგრაფო სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.