რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს მარიამ მიხელის ასული საფაროვისა არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს რაფიელ დავითის ძე ერისთავი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს გაიმართა საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე ევანგულოვი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს საურთიერთო კრედიტის საზოგადოების კრებაზე მრჩეველ წევრად კენჭი იყარეს ათაბეგოვმა, იზმაილოვმა, წოვიანოვმა და ივანე შადინოვმა. წოვიანოვმა და შადინოვმა მიიღეს თეთრი კენჭები, დანარჩენებმა – შავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 მარტს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატია „ნახე ბიჭი“ და „ქართული გაზეთის რედაქციაში (სიზმარი)“, რომლებიც მიმართული იყო გაზეთ „ივერიისა“ და მისი რედაქტორის წინააღმდეგ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 31 მარტს კირაკოზ ვართანოვი მოჰყვა ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში და გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 მარტს ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში მოჰყვა პოღოზ ისრაილოვი და დაშავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილიდან სოკოლოვი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის, ზაქათალის, ქუთაისის, ერევნის გუბერნიების ფოსტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობიდან თბილისის საგუბერნიო ფოსტის კანტორის უფროსად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილიდან ბელიავსკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანაშემწედ დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილიდან მიტროფანე ბოგუცკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანამდებობიდან ფოსტა-ტელეგრაფის გამგებლად გადაიყვანეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძის ადვოკატი გარდიევსკი იყო. იგი დიმიტრი ნიჟარაძეს ამართლებდა და ამტკიცებდა, რომ მას პლატონ ნიჟარაძის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პლატონ ნიჟარაძის ცოლმა დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძე უშვერი სიტყვებით გალანძღა, რის შემდეგაც პლატონ ნიჟარაძე ხანჯლითა და ჯოხით საცემად დაედევნა დიმიტრი ნიჟარაძეს, რომელმაც თავდაცვის მიზნით დამბაჩა ესროლა მას და დაჭრა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ბარისის ძე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ პლატონ ნიჟარაძე საცემად მისდევდა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით ესროლა მას, მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. ნიჟარაძესთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობის კენჭისყრაზე ბაბანოვმა გაიმარჯვა და დირექტორად დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბანოვი და ბეჟანოვი კენჭს იყრიდნენ საურთიერთო კრედიტის საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანენკო საურთიერთო კრედიტის საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო. მან დატოვა სამსახური, რადგან ახალი კანონის თანახმად სახელმწიფო მოხელეს სხვა სამსახურში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, ივანენკო კი პარალელურად სხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა.

