საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 30 ნოემბერს სოფ. კიცხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი რომანოზ გიორგის ძე ჩხეიძე გარდაიცვალა.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის დეკემბერში სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი მათე ჟოჟუას ძე ღიბრაძე გარდაიცვალა.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 2 დეკემბერს ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ მამუკას ძე კამკამიძე გარდაიცვალა.

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ბრძანებულებით ხანების, ბეკების, აგალარებისა და მუსულმანთა სხვა უმაღლეს პირთა მფლობელობაში არსებულ მიწებზე უფლებები გადაეცა კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვს.

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 14 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით დაშვებულ იქნა სურსათის ტრანზიტი გადასახადის გარეშე რედუტ-კალესა და სოხუმ-კალედან სპარსეთში თბილისისა და ნახიჩევანის გავლით და სპარსული სურსათისა, ბაქოდან ევროპაში, თბილისის, რედუტ-კალესა და სოხუმ-კალეს გავლით.

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 14 დეკემბერს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით დამტკიცებულ იქნა შედარებით იაფი ტარიფი შავიზღვისპირეთის პორტებისათვის.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 16 დეკემბერს წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ფანცხავა გარდაიცვალა.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 16 დეკემბერს ხომულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ფახცავა გარდაიცვალა.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 17 დეკემბერს საყულიის (ზედა) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი სვიმონ გიორგის ძე კუჭაიძე გარდაიცვალა.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 18 დეკემბერს ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვასილ მარკოზის ძე შალამბერიძე გარდაიცვალა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კოლეგიის მდივანი ანდრეი გრიგოლის ძე ლისოვსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კაპიტანი ალექსანდრე ანდრიას ძე ასტაფაევი თბილისის სამხარეო სამმართველოს (სამხედრო მიმართულების) ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წლებში თევდორე გრიგოლის ძე ივანოვი თბილისის გუბერნიის მიწისმზომელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს კაპიტანი ანდრია გრიგოლის ძე ჩარნეცკი თბილისის გუბერნიის სამშენებლო კომისიის საგზაო ინჟინერიის განყოფილების წევრი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ალექსანდრე ივანეს ძე პრიბილი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილებაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს თავადი ვახტანგ გურამის ძე გურამოვი გაზეთ „Закавказский Вестник"-ის ქართულენოვანი განყოფილების მთარგმნელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს თბილისის გუბერნიის მიწის ბეგარის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ალექსი პეტრეს ძე ანტონოვი, ქალაქის გუბერნატორი, გუბერნიაში აზნაურთა წარმომადგენელი, სახაზინო პალატის თავმჯდომარე, სახელმწიფო ქონების პალატის წარმომადგენელი.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ვასილ ტიმოთეს ძე ბელიაევი მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილებაში.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ალექსანდრე ალექსის ძე მორზენკო კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის მეორე განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს გუბერნიის მდივანი მიხეილ მიხეილის ძე მარკევიჩი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ალექსი თეოდორეს ძე კრუზენშტერნი კავკასიის გუბერნატორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოხელედ მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი გაბრიელ ილიას ძე იურჩენკო კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიაში მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვასილი პავლეს ძე ალექსანდროვსკი კავკასიის გუბერნიის უმცროს მრჩევლად მუშაობდა.

1847

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ანდრეი თევდორეს ძე ნევსკი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის პირველი განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს სამხედრო საბჭოს წევრი, ჩინოვნიკი პავლე ალექსანდრეს ძე ბულგაკოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის დირექტორის უმცროს დამხმარედ მუშაობდა.