საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88111

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილს დამთავრებული ჰქონდა საეპარქიო სასწავლებელი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილი პირველი სექტემბრიდან სოფელ ნიქოზის საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ანა საძაგლიშვილი კირიონ მეორის ბიძაშვილის შვილი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე სულხანიშვილი გორის მაზრის სამრევლო სკოლების მზრუნველი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე სულხანიშვილი სოფელ ნიქოზის საეკლესიო სკოლის მზრუნველი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გურიის სოფელ მამათში არსებულ მონასტერს ესაჭიროებოდა შეკეთება. მონასტრის ტერიტორია ძველად მამია გურიელის მამულს ეკუთვნოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილი „აფხაზეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქუთაისის სასოფლო სკოლების ინსპექტორი ქორქაშვილი სოფელ გეჯეთში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, სილიბისტრო თოფურიძე გეჯეთის სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 30 მარტს საქართველოში ჩამოვიდა ბავარიის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც სადგურზე დახვდნენ თბილისის კომენდანტი გენერალი რეიტერი და თბილისის გუბერნატორი, პოლკოვნიკი სვეჩინი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწე კოტოვიჩი ბორჩალოს მაზრის უფროსად დაინიშნა.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მოთხრობა „შამილი და მისი ნაამბობი“.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წელს აკაკი გაწერელიას მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული წოდება.

1996

ტიპი: გარდაცვალება

აკაკი გაწერელია გარდაიცვალა 1996 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1911

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გომიაშვილი დაიბადა 1911 წლის 15 ივლისს ყაზბეგში.

1933

ტიპი: განათლება

1933 წელს ალექსანდრე გომიაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938-1940 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი ჟურნალ „მნათობის“ პოეზიის განყოფილების გამგე იყო.

1946

ტიპი: თანამდებობა

1946-1950 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.

1951

ტიპი: თანამდებობა

1951-1964 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი იყო საქართველოს ლიტფონდის დირექტორი.

1967

ტიპი: თანამდებობა

1967 წლიდან ალექსანდრე გომიაშვილი იყო გამომცემლობა „ცოდნის“ დირექტორი.

1971

ტიპი: თანამდებობა

1971-1987 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი იყო წიგნის პალატის დირექტორი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პირველი პოეტური კრებული „ამხანაგმა მთამ აიღო სიტყვა“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის ლექსი „ქართველო, ხელი ხმას იკარ“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის ლექსი „დასაწყისი განთიადისა“.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოემა „დავითიანი დაღესტანში“.