რეგისტრირებული ფაქტები89882
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886-88 წლებში მოსე მიხეილის (მიქაელის) ძე ლეჟავა სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 დეკემბერს მთავარმართებელმა გოლიცინმა ალექსანდროპოლში დაათვალიერა საერობო დარაჯთა რაზმი, შემდეგ კი გაემგზავრა ერევანში, სადაც დაესწრო ვაგზლის კურთხევას.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა სვიმონის ასული კახიშვილისა მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 16 იანვარს წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე ნინო ივანეს ასულ ხიდირბეგიშვილს დაკრძალავდნენ, წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ მარელისში პართენ მაღრაძის, მისი მეუღლის, ნინო მაღრაძისა და ორი თვის შვილის მკვლელობის საქმე განიხილა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, ს. თ. ანდრონიკოვი სიღნაღის მაზრის მომრიგებელი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 17 იანვარს სოფელ ურიათუბანში გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილს წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 20 დეკემბრამდე სოფელ ქისტაურში ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი ადგილობრივი მღვდელი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თადეოზ (თადო) ნიკოლოზის ძე კახიშვილი ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის ვაჟი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არჩილ ნიკოლოზ ძე კახიშვილი მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის ვაჟი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო, თიკო და მარგალიტა (მაგუცა) კახიშვილები მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის ქალიშვილები იყვნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევგენი გიორგის ძე დალაქიშვილი მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის სიძე იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევგენი გიორგის ძე დალაქიშვილი მარგალიტა ნიკოლოზის ასული კახიშვილის მეუღლე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარელისში მომხდარი მკვლელობის საქმე. გლახუა მაღრაძე და სოლომონ გვერდწითელი პართენ მაღრაძის ოჯახის წევრების მკვლელობაში დაადანაშაულეს. მკვლელობის მიზეზი ქონებრივი დავა იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამი წევრი ნიკოლოზ დადიანის მიერ შემოწირული ბიბლიოთეკის წამოსაღებად სამეგრელოში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს კულაშის ნორმალური სკოლის დარბაზში კოლა კანდელაკის თაოსნობით წარმოდგენა „და-ძმა“ გაიმართა.

