საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პარტიული მტაცებლები“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული კატო მიქელაძის მიერ გიორგი ზდანოვიჩის დაკრძალვაზე“, რომელიც ეძღვნება ამ საზოგადო მოღვაწის ხსოვნას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N19) დაიბეჭდა რაჟდენ ბობოხიას ლექსი „ალ. კერენსკი“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრის განკარგულებით კერძო წერილებსა და ტელეგრამებზე სამხედრო ცენზურა დაწესდებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 19 დაიბეჭდა ექიმი მ. ი. პაკროვსკაიას პუბლიკაცია „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“ (რა ზომები უნდა მივიღოთ პროსტიტუციასთან საბრძოლველად), რომელშიც განხილულია პროსტიტუციის გამომწვევი მიზეზები და მასთან ბრძოლის მეთოდები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში "ხმა ქართველი ქალისა" N19 ექიმი მ. ი. პაკროვსკაია თავის პუბლიკაციაში „საზოგადო ტემპერამეტის მსხვერპლზე“ წერს, რომ პროსტიტუციასთან ბრძოლაში ერთადერთი გამოსავალია მამაკაცთა თავშეკავება.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნებულ ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაციას „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“, სადაც დასასრულს საუბარია თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ახლავს რედაქციის შემდეგი შენიშვნა: „ასეთი კავშირის მგალობლებია „ცისფერი ყანწების“ მგოსნები, რომელნიც ამ დიდი რევოლუციის ქარტეხილში ჩვენს დაბა-ქალაქებში პარადებს მართავენ და რომელთა ქება-დიდებას „ფრანც მოორი“ – იდეური თანამოაზრე „ჩვენი ქვეყნის“ ფაქტიური რედაქტორისა, ამავე გაზეთში გაჰყვირის. მე ვამბობ, თანამოაზრე, რადგან ბ. რედაქტორი მხოლოდ თანამოაზრეთ უბეჭდავს ფსევდონიმით წერილებს. საინტერესოა, კიდევ რამდენი არიან „ცისფერი ყანწელების“ მადიდებელნი „ნ. [.]-ბში, რომ იმედი ვიქონიოთ მათ მიერ საქართველოს აღდგენა-განახლებაში“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 დაიბეჭდა ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაიას ბიოგრაფია, ნაწილი I.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ფუქის განყოფილების გახსნის დაჩქარება სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაბეჭდილმა „სიტყვამ თქმულმა თამარ სვიმონის ასული გოგოლაშვილი-ხირსელის მიერ, 11 მარიამობისთვეს ქ. თელავში მასწავლებელთა კავშირის მიერ გამართულ საღამოზე“, რომელიც ეხებოდა რევოლუციას და ქალთა თანასწორობის იდეას, აღაფრთოვანა საღამოზე დამსწრე საზოგადოება. საღამოზე გაიმართა რუსულ-ქართული წარმოდგენა. ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, დასასრულს იგალობა ია. სალხნიშვილის გუნდმა. საღამომ დიდი შემოსავალი მოიტანა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს იოსებ პეხუს ძე კვარაცხელია, ილია პავლეს ძე ჯოლოხავა, სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხვა, იოსებ საბას ძე ჭანია და დიტო კვაჯას ძე ჭანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სამსონ გოგოხია, პორფილე შოთას ძე ჯოლოხუა, შარუ ბიკუტას ძე ჯოლოხავა, მაქსიმე გვიტოს ძე და თეიმურაზ ქუჩუს ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მიხეილ ჩიქოვანი, სპირიდონ კადიბის ძე გარუჩავა, სიკო დუტუს ძე ჭანია, მიხეილ ჩონთას ძე და გიორგი ოთარის ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს სტეფანე ბაკუტას ძე, ანდრო კვაცის ძე, კოწია, ნიკო და გოგია კიმოთეს ძე ჯოლოხავები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის (ახლანდელი წალენჯიხის რაიონის სოფელი მიქავა) განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 აგვისტოს სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავას მიწვევით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელი წინაწარი კრება გაიმართა. სხდომას წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ წინასწარ კრებას, რომელსაც 30 პირი ესწრებოდა, სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავამ საზოგადოების წესდება და ინსტრუქცია გააცნო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ წინასწარ კრებაზე გადაწყდა, რომ განყოფილება ჯოლოხავების კუთვნილ სახლში განთავსდებოდა. კრებას სვიმონ ნესტორის ძე ჯოლოხავა თავმჯდომარეობდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 11 აგვისტოს ლუკა უტუს ძე ჯოლოხავა, პავლე კუფუიას ძე ბელქანია, ისაკი დიტოს ძე და დიტო კვაჯას ძე ჭანიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუქის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 18 კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ამხანაგების საყურადღებოდ“, რომელშიც ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას განიხილავს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას განიხილავდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა წერილი „გიორგი ზდანოვიჩის ხსოვნას“, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრის, გიორგი ზდანოვიჩის გარდაცვალებას ეძღვნებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ფსევდონიმით „სელოს ძმა“ დაიბეჭდა მოთხრობა „მსხვერპლის შურისძიება“ (სურათი სოფლის ცხოვრებიდან).

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N18 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცნობილი ავსტრიელი სოციალისტი კრ. ადლერი ფილტვების ანთებით მძიმედ ავად გახდა.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, გუბერნიას შეატყობინეს, რომ სვირის სადგურის უფროსს, ყიფიანს ბინაზე მიუვარდა უბნის კომისარი ბუიღლიშვილი და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყოფა მიაყენა, თან მთელი ოჯახის დატუსაღებით დაემუქრა.