საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 დეკემბერს ქართველ კულტურისმოყვარეთა საზოგადოების კრებაზე მიხეილ ხერხეულიძემ წაიკითხა მოხსენება „ქართველი ქალი და აკაკი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 დეკემბერს მომღერალმა ვარდენ ივლიანეს ძე ლორთქიფანიძემ მოსკოვის საიმპერატორო მუსიკალურ კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 დეკემბერს ფატი ხუნდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 დეკემბერს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ტერეზა მაჭავარიანმა მისწერა, რომ ფატი ხუნდაძემ 1916 წლის იანვარში დაგეგმილი სალიტერატურო დილისთვის თამარ იოსელიანს „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ თემის დაწერა დაავალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 დეკემბერს არმავირში ივანე მგელაძის რეჟისორობით დადგეს პირველი სპექტაკლი. წარმოადგინეს 4-მოქმედებიანი ისტორიული პიესა „ქართველი დედა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 დეკემბერს ფოთის თეატრში ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგეს.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1915 წლის 21 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იაკობ ფხაკაძეს და ფულის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „პატარა კახი“ 365 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 155.26 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები „ზღვასთან“ და „ვაი, ყობოს“, რომელთაც 368 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 465.64 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 დეკემბერს ბაქოს დრამატულმა საზოგადოებამ ვალერიან შალიკაშვილის სასარგებლოდ წარმოადგინა პიესა „ზღვასთან“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 დეკემბერს ბაქოს დრამატული საზოგადოების მიერ ვალერიან შალიკაშვილის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე 600 მანეთამდე შეაგროვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 დეკემბერს ბაქოს დრამატულ საზოგადოების თეატრში გამართულ წარმოდგენაში „მეთევზე“ იუზა ზარდალიშვილმა მეთევზის როლი შეასრულა, ა. პავლიაშვილმა – ექიმისა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილობით სთხოვა მთავარ გამგეობას, საჩქაროდ გამოეგზავნათ 10 ცალი წიგნი ბოლო წლის წლიური ანგარიშისა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 25 აპრილს გალაკტიონ ტაბიძემ კონსტანტინე მაყაშვილს წერილი გაუგზავნა თხოვნით, შუამდგომლობა გაეწია მისთვის თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიის დანიშვნაზე ან ერთდროულ დახმარებაზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილმა წერა-კითხვის საზოგადოების სახელით ოფიციალური წერილით მიმართა გრიგოლ რცხილაძეს, რომ მეორე დღეს აუცილებლად გამოცხადებულიყო საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მასა და გრიგოლ რცხილაძეს შორის არსებული ინციდენტის გასარკვევად.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების ხაზინადარის მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძის ცნობით, 1915 წელს განყოფილების შემოსავალი 325 მანეთსა და 74 კაპიკს შეადგენდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 დეკემბერს სარა ნიკოლოზის ასულმა გელოვანისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 დეკემბერს ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას გამგეობის წევრობიდან მისი გათავისულების მოთხოვნით მიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 დეკემბერს მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების სხდომაზე მიმდინარე წლის შემოსავალ-გასავლის საკითხი განიხილეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „მემკვიდრე პრინცი“ 421 ადამიანი დაესწრო. მოგება შეადგენდა 223.17 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, ივანე ზედგინიძე და ანნა ზედგინიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძე, სამსონ პლატონის ძე დადიანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ: იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, იოსებ გლახას ძე ჯანგველაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე და ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე.