საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88094

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პეტროგრადში ალექსანდრე დიმიტრის ძე არაბიძის მიერ დააარსებულ სტამბაში ქართული წიგნებიც უნდა დაებეჭდათ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებაზე გერონტი ქიქოძე გამგეობის წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბანკში გამართულ კრებაზე ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში მოგზაურობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების მე-9 წლისთავზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბანკში ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით წლიური კრება გაიმართა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 18 სექტემბერს იწის, ჭე­ლი­ა­ღე­ლესა და ხოტევის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიების მღვდელ­ი სერაპიონ დავითის ძე ფანჯავიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელენე გრიგოლის ძე ქიქოძე თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. ვ. ფოგელისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ტ. ვასილევი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლინოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პ. ტიზენგაუზი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლინოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. ი. პოლტორაცკაია-მადატოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „საბა“ დასაწყისი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლავრენტი ძიძიგურის არაკი „მამალი და ძაღლი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ რუხაძის ლექსი „განცდა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „სოფელში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან ბატონიშვილის შესახებ მოსე ჯანაშვილის სტატიის გაგრძელება.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისიდორე მირიანის ძე გიგინეიშვილს პირველდაწყებით განათლება სოფ. ჯურუყვეთში ჰქონდა მიღებული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის (გარრიკის) სტატია „თანამედროვე მსახიობი და მისი ტრაგედია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გაჩეჩილაძის (წეველის) ლექსი „სააპრილო ოცნებიდან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დარია ახვლედიანის უსათაურო ლექსი დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „ვალერიან გუნია ლოგინშია!“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილის ლექსი „სიტყვა“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნ. ვ. კალაშნიკოვა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისიდორე მირიანის ძე გიგინეიშვილს პეტროგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან გუნიას შალვა ანტონის ძე მიქელაძე მკურნალობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ზაქარია ფალიაშვილი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში თეორიის მასწავლებლად მუშაობდა.