საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89813

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ რიონელი ქალის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „ილია მურომელი აღსდგა“ რევოლუციის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N1 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაცია „საზარელი მტარვალობა (სიმართლე პიკადილზე)“, რომელიც ეხებოდა პიკადილზე მდებარე ბორდელის გახმაურებულ საქმეს და პროსტიტუციის შესახებ საკითხებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N1 მარიამ გარიყულმა გამოაქვეყნა სტატია „ქალებო, შევერთდეთ“, რომელშიც ქალებს თანასწორობისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს მოსე ივლიანეს ძე სულუხია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს ვ. ვ. გიგინეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების მდივნად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს გ. ბ. წულუკიძე, მ. დ. კილოსანიძე, ს. მ. თავართქილაძე, ნ. ა. ბაკურაძე, ს. თ. იობაშვილი, გ. ქარუმიძე, ვ. ბ. ავალიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 აპრილს გროზნოში სვიმონ არჩილის ძე ციციშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელი წევრების კრება გაიმართა. კრებას 200 კაცი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 აპრილს გროზნოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელმა კრებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი, მთავარგამგეობას საწევრო გადასახადი – 30 მანეთი გაუგზავნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 აპრილს, კვირას, საღამოს 7 საათზე კავკასიის კომისარიატის წევრმა აკაკი ჩხენკელმა კრებაზე მოიწვია სოციალ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები სათავადაზნაურო ბანკის შენობაში. კრებაზე მან აღნიშნა უხერხულობა ერთსა და იმავე ქალაქში ორი მუშათა საბჭოს არსებობაზე და ს.-ფ. პარტიის წარმომადგენლებს ურჩია დამორჩილება დემოკრატებისადმი, როგორც უფრო ძლიერი პარტიისადმი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის აპრილში სადგურის „Елизаветпол“ აღმასრულებელმა კომიტეტმა გიორგაძეს მექრთამეობაში დასდო ბრალი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 31 მარტს ქალთა სწორუფლებიანობის ლიგამ ვერა ფიგნერის წინამძღოლობით ქ. პეტროგრადში (სანქტ-პეტერბურგი) მოაწყო ქალთა გრანდიოზული მანიფესტაცია ქალაქის საბჭოდან სახელმწიფო სათათბირომდე შემდეგი ლოზუნგებით: „არჩევანთა უფლება ქალებს“, „ომი ბოლომდის“, „საარჩევნო უფლება ქალთა უმონაწილეოთ არ არის საყოველთაო“ და სხვ. მანიფესტაციაზე სიტყვით გამოვიდა ქალთა სწორუფლებიანობის ლიგის თავმჯდომარე შიშკინა-იავეინი, რომელმაც მოითხოვა გამოქვეყნება ოფიციალური განცხადებისა, რომ ქალებს მიენიჭებოდათ არჩევანთა უფლება დამფუძნებელ კრებაზე. ასევე მუშათა კავშირის და ჯარისკაცთა დეპუტატების სახელით თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ სიტყვით მიმართა ქალებს, რომ იბრძოლებდა ქალთა სწორუფლებიანობისთვის. სიტყვით გამოვიდა როძიანკო, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ქალთა სწორუფლებიანობის მოთხოვნის მიმართ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ნესტორ გიორგის ძე კობრავა, იოანე შანავაძე, სილოვან კონტრიძე, დანიელ კობრავა და ალექსი ლომჟანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს სიმონ გერასიმეს ძე წულუკიძე, ბენიამინ იორდანეს ძე ბურჭულაძე, რუბენ წულუკიძე, სერგო შარაშენიძე, მიხეილ რეხვიაშვილი და სილოვან აღლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ევგენი იასონის ძე მელაძე, ყარამან ჩარკვიანი, ნოე ბალავაძე, ილარიონ აფრიამოვი, გრიგოლ კამკამიძე, სარდიონ ლომჯანიძე და დავით მუმლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს რომანოზ ივანეს ძე ერაძე, გრიგოლ კუცია, დავით დევდარიან, ივანე ქუთათელაძე და იონა ეჯიბაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს სერგო ამაიშვილი, გიორგი ოდილავაძე, ფილიპე კონტრიძე, იაკობ კარანაძე და მინა სულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილი, გიორგი კირვალიძე, იაკინთე კონტრიძე, ალექსი ჯარიაშვილი, პლატონ ბენიძე და პეტრე გოცაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს ბიქტორ უჯმაჯურიძე, მიშა ძნელაძე, მიტროფანე გოგოლაშვილი, მიხეილ ონანოვი და ივანე სიმონის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პეტროვსკის (მაჰაჩყალა) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 მარტს გაიმართა ქალაქ პეტროვსკის (მაჰაჩყალა) ქართველთა საზოგადოების კრება, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა გადაწყდა. კრებას მიხეილ ილიას ძე ჯავაშვილი ხელმძღვანელობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 მარტს მიხეილ ილიას ძე ჯავაშვილი, დავით მაკარის ძე გაჩეჩილაძე, კონსტანტინე გიორგის ძე გეგელიძე, ილია დიმიტრის ძე დანელია, დ. ი. ეგორაშვილი და კ. ბ. ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჰაჩყალის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა პირველი ონტოფოსა და აბედათის ბიბლიოთეკის ანგარიშები. ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი მოსე ბახტაძე და მდივანი გიორგი გამზარდია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 მარტს თავრიდის სასახლეში (პეტერბურგი) ჯარისკაცთა დეპუტატების წევრი, პროვოკატორი ზორინი, ხოლო როსტოვში - სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი აფანასევი დააპატიმრეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 მარტს მინისტრთა თავმჯდომარემ, თავადმა ლვოვმა მიიღო ქალთა დელეგაცია ვერა ფიგნერის ხელმძღვანელობით, რომელმაც დასვა საკითხი, საყოველთაო არჩევანთა უფლებაში იგულისხმებოდა თუ არა „განურჩევლად სქესისა“ და გადასცა მთელი დელეგაციის ხელმოწერილი განცხადება. ლვოვმა უპასუხა, რომ ქალთა პოლიტიკური თავისუფლება არავითარ წინააღმდეგობას არ იწვევს და ახალი მთავრობის დროს საყოველთაო არჩევნების უფლებით ქალებიც ისარგებლებდნენ. ამასთანავე დაპირდა, რომ მთავრობა შეიმუშავებდა ახალ ფორმულას ბუნდოვანების გასაფანტად.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 21 მარტს ვლადიმერ იაკობის ძე გულაშვილმა ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს შვილის, ირაკლი ვლადიმერის ძე გულაშვილის სასწავლებლის პირველ კლასში ჩარიცხვა სთხოვა.